ბოლო ამბები
01/12/2024

13 წლის აუტისტი ბიჭი გაუსაძლისი ტკივილებით იტანჯება – ოჯახი დახმარებას ითხოვს (ვიდეო)

გაზიარება

13 წლის გაბრიელ ნიშნიანიძე აუტისტური სპექტრის მქონე მოზარდია, რომელსაც გაუსაძლისი ტკივილები აწუხებს. საქართველოში ვერ ხერხდება ზუსტი დიაგნოზის დადგენა, თუ რა აწუხებს მას.

ბიჭს ესაჭიროება საზღვარგარეთ დიაგნოსტირება და მკურნალობა, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.

გაბრიელის დედა დახმარების თხოვნით საზოგადოებას მიმართავს:

“1 წლის წინ მას უკვე ჩაუტარდა ოპერაცია ღვიძლზე. გაბრიელის დედა, თამუნა იარაჯული საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავს:

შარშან ზუსტად ამ დროს წავედით თურქეთში გაბრიელის ოპერაციისთვის,
ათი ნოემბერი გაბრიელის მეორე დაბადების დღეა მან გაიკეთა ურთულსი ოპერაცია 

ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ისევ ამ დროს ხელში მეჭირებოდა ფორმა ასი სადაც ეწერებოდა რომ ბიოფსია უნდა გავუკეთო და უნდა ისევ წავიყვანო ქვეყნის გარეთ,
დღეს მიჭირავს ფურცელი რომელიც ტონაზე მეტად მძიმეა ჩემთვის და თან იმედია რომ მაკა იოსელიანმა ამდენი ხნის შემდეგ მოგვცა დიაგნოზი, მაგრამ აქ, საქართველოში ამ ბიოფსიას ვერავინ კითხულობს და საჭიროა მისი ავსტრიაში წაყვანა.

მეგობრებო, გაბრიელს არც წუხელ არ ეძინა, არც იმის წინ არ ეძინა, ძალიან სტკივა ძვალ-სახსარი.

მისი დიაგნოზი, როგორც ექიმი ამბობს უდრის ძვლის ონკოლოგიურ ტკივილს,
გამოსავალი ერთია, წაყვანა ავსტრიაში ან სადმე, სადაც  ძვლის ბიოფსიას გააკეთებენ და დავიწყებთ მკურნალობას.

1) მულტიფოკალური ავტოიმუნური ოსტეომიელიტი, თუ არ ვუმკურნალე ძალიან ცუდი შედეგი დადგება,

ჩვენი მდგომარეობა კი იცით ყველამ, ერთი წელია მერამდენედ ვიყავით თურქეთში მუცლის ღრუს ოპერაციის და შემდგომი რეაბილიტაციის გამო, დასკვნა ხელში მაქვს სადაც წერია, რომ ეს კვლევა საქართველოში არ კეთდება

ძალიან, ძალიან აღარ შეგვიძლია, ამას ცხოვრება აღარ ჰქვია, ერთი რამ მაძლევს ძალას, რომ სადმე უშველიან გაბრიელს, ავსტრია ყველამ კარგად იცით რა ძვირადღირებულია სტამბულთან შედარებით, მაგრამ მე ვეცდები ვეცდები, რომ გაბრიელი გადავარჩინო ამ წამებისგან.

თქვენ ერთხელ უკვე გადამარჩენინეთ შვილი ზუსტად შარშან ამ დროს, გთხოვთ დამეხმარეთ”- წერს თამუნა იარაჯული.


თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ქვემოთ მოცემულ საბანკო ანგარიშებზე:

საქართველოს ბანკი
თამარ იარაჯული (დედა)

#GE33BG0000000101172380


თიბისი ბანკი
ავთანდილ ნიშნიანიძე (მამა)

#GE62TB7477945066300001

სხვა ამბების წაკითხვა