ბოლო ამბები
12/12/2024

მისი წარსულის მიმართ საქართველოში არაერთი ლეგიტიმური კითხვა არსებობს! – ინსტიტუტს, სადაც ნიკა გვარამია ლექციას წაკითხავს, ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია ღია წერილით მიმართავს

გაზიარება

2023 წლის 15 ნოემბერს, “მთავარი არხი”-ს დამფუძნებელი ნიკა გვარამია, ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტის (ჰარიმანის ინსტიტუტის) ჟურნალიზმის სკოლაში ლექციას წაიკითხავს თემაზე: “ქართული გაკვეთილები: რუსული პროპაგანდა და როგორ დავამარცხოთ ის”.

ნიკა გვარამიას მიერ ლექციის ჩატარებას ეხმიანება ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია “რეგიონული განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრი”, რომლის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე, “ჰარიმანის ინსტიტუტის” აღმასრულებელ დირექტორ ალა რაჩკოვსა და დირექტორის თანაშემწე რებეკა დალტონს ღია წერილით მიმართავს:

“მოგესალმებით,  მე ვარ დავით ჩიხელიძე, საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია „რეგიონული განვითარების და ხელშეწყობის ცენტრის“ თავმჯდომარე.

როგორც შევიტყვე, თქვენ უნივერსიტეტში, 15 ნოემბერს დაგეგმილია, საქართველოს მოქალაქის, ნიკა გვარამიას ლექციის ჩატარება.

ნიკა გვარამიას და მისი წარსულის მიმართ საქართველოში არაერთი ლეგიტიმური კითხვა არსებობს.

თქვენი ინსტიტუტი, რომელიც არსებობის რამდენიმე ათწლეულს ითვლის, ყოველთვის გამოირჩეოდა ობიექტურობით, უმწიკვლო რეპუტაციით, ტრადიციებისა და გენდერის საკითხების უმაღლესი სტანდარტებით, არსებობის მანძილზე თქვენთან მოღვაწე ადამიანების, მოწვეული სტუმრების, მათი, ვინც კვალიფიკაცია თქვენი პროგრამებით აიმაღლა, მათ შორის მსოფლიო მასშტაბით ცნობილი ქალების, ჩამონათვალი არის თქვენი მნიშვნელობისა და უმაღლესი რეპუტაციის დადასტურება.

სამწუხაროა, რომ ამ რეპუტაციას ჩრდილი მიაყენოს ნიკა გვარამიას ვიზიტმა, რომლის თაობაზე რამდენიმე ფაქტს უნდა გაესვას ხაზი:

ნიკა გვარამია 2007 წლის მარტში დაინიშნა საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილედ. 2008 წლის 31 იანვრიდან 2008 წლის 27 ოქტომბრამდე იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

გვარამიას პროკურორის მოადგილედ და მინისტრობის პერიოდში, საქართველოდან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოში რეკორდული რაოდენობის საჩივარი გაიგზავნა, საჩივრების საერთო რაოდენობა 1933-ს შეადგენს (იხ.დანართი 1)
საჩივართა დიდი ნაწილი, არაადამიანურ მოპყრობას და წამების ფაქტებს შეეხებოდა.

რაც შეეხება პატიმართა სიკვდილიანობას 2008 წელს – 90 ადამიანი გარდაიცვალა. (მაგალითისთვის 2022 წელს გარდაცვლილი პატიმრების რაოდენობა 21-ს შეადგენს)

https://www.amerikiskhma.com/a/georgia-prison-dead-toll-144644925/1208953.html
https://ipress.ge/news/sazogadoeba/statistikis-departamentis-monatsemebit-dasturdeba-rom-klinika-vivamedshi-7-tslis-ganmavlobashi-gardatsvlilia-20-patimari-da-ara-125

გვარამიას პროკურორის მოადგილედ მუშაობის პერიოდს უკავშირდება, სახელისუფლებო ძალების მიერ ტელეკომპანია იმედის დარბევა. რომლის შესახებ ნიკა გვარამია ამბობს: „იმედში შეჭრის დარბევის და მაუწყებლობის გათიშვის ერთ-ერთი მიზეზი მისი არაობიექტურობა და მიკერძოებულობა იყო“

ის აღიარებს, რომ სახელმწიფოს მიერ განსხვავებული აზრი იდევნებოდა და ტელეკომპანია საკუთარი პოზიციის გამო იქნა დარბეული, მაშინ როცა საქართველოში აზრის გამოხატვის და გავრცელების თავისუფლება კონსტიტუციით გარანტირებული და დაცული უფლებაა. https://www.youtube.com/watch?v=YdaH1xYO1PA

ნიკა გვარამია გამოირჩევა ქალების მიმართ შეურაცხყოფით, რისი თვალსაჩინო მაგალითიც საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიმართ გაკეთებული განცხადებებია (სხვათა შორის 2019 წელს სალომე ზურაბიშვილმა თქვენ უნივერსიტეტში ლექცია წაიკითხა.

რაც ეხება პრეზიდენტის მიმართ გვარამიას ფრაზას: „სტატუსურად, ძალადობით არჩეული არალეგიტიმური პრეზიდენტი ხარ ჩემთვის. იდეოლოგიურად, პრორუსი და მოღალატე ხარ ჩემთვის. ადამიანურად, ჩვეულებრივი ნაძირალა და ყლექალა ხარ ჩემთვის. ჰოდა ტრაკში გაიკეთე ეგ შენი ლექციები სიტყვის თავისუფლებაზე, მედიაზე და მის როლზე.

https://old.primetime.ge/k-qala-khar-tr-shi-gaikete-eg-sheni-leqtsiebi-vis-mimartavs-am-sitkvebit-nika-gvaramia

ნიკა გვარამია სტრასბურგის სასამართლოს შესახებ: სტრასბურგის სასამართლოს რომელიღაც სექციის ბანძი პოსტსაბჭოთა შემადგენლობა (იხილეთ ბმული)

https://www.info9.ge/politika/212311-strasburgis-sasamarthlos-romelighac-seqciis-bandzi-postsabtcotha-shemadgenloba-nika-gvaramia.html?lang=ka-GE&year=2019&month=5&fbclid=IwAR0FVKtr14vix06fEv9gAElxaN4oiZE4hjS_wiadl8XBBQRbSDLJwr5LT-o

ნიკა გვარამია ოპონენტებს მიმართავს: ჩემგან გადაეცით პაატა სალიას, თავზე გადაიხიოს სარჩელი – ყველა კბილს დავაყრევინებ, ვიდრე ციხეში მოხვდება

https://www.interpressnews.ge/ka/article/559889-nika-gvaramia-chemgan-gadaecit-paata-salias-tavze-gadaixios-sarcheli-qvela-kbils-davaqrevineb-vidre-cixeshi-moxvdeba/?fbclid=IwAR2H6_qEO4HaZItknAG6ZN5zCH-MAv2AVQwOKeyt6OPp30_2h3Ea1L-7L4E

ნიკა გვარამია ხელისუფლებას მიმართავს: “თქვენს სისხლს დავლევ, რუსეთის აგენტებო ხელისუფლებაში. ეს ახლა კამპოტია, მომავალში თქვენი სისხლი იქნება, რომელსაც დავლევ დიდი სიამოვნებით”

https://sarkenews.ge/2019/05/nika-gvaramia-thqvens-siskhls-davlev-rusethis-agentebo-khelisuphlebashi/?fbclid=IwAR1K_ZkyHYLUuSkC8d4m7ka9WZaWlqEmNmGMLVvj1oT0yUB7YEMbIePxnq0

განსხვავებული აზრის გამო, აქციის მონაწილეს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცყოფას აყენებს.

https://www.youtube.com/watch?v=OSQRl-54u5s

გვარამია ქართულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო უფლებამოსილების გადამეტების ორ ეპიზოდში: 1. ტელეკომპანიისთვის 6 763 509 ლარის ზიანის მიყენებაში 2. ტელეკომპანიის სარეკლამო დროის ხარჯზე ძვირად ღირებული ავტომობილის მიღებაში.

პირველი ეპიზოდის თანახმად, 2015 წელს, გვარამიამ არაკეთილსინდისიერად განკარგა არხზე რეკლამის განთავსების უფლება და კომპანიის ფინანსურ დირექტორთან, კახა დამენიასთან ერთად, 6 მილიონ 763 ათას 509 ლარი გაფლანგა.

ეპიზოდს, რომლის გამოც გვარამია დააპატიმრეს, ე.წ. ავტომანქანის ეპიზოდს ეძახიან და მისი არსი შემდეგშია: ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დირექტორად მუშაობის დროს გვარამია და მისი ოჯახი სარგებლობდნენ რუსთავი 2-ის კუთვნილი ავტომანქანით. საუბარია 76 ათას ევროს (232 201 ლარი) ღირებულების მანქანაზე, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ სარეკლამო დროის გამოყენების სანაცვლოდ გაფორმებული იყო შპს „პროესკო მედიას“ სახელზე. გვარამიას მისჯილი ჰქონდა 3 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

https://www.interpressnews.ge/ka/article/710615-nika-gvaramias-3-clit-da-6-tvit-patimroba-miesaja/

ნიკა გვარამია, გამოირჩევა არჩევნების დისკრედიტაციით, შეურაცხყოფს ფართო სოციალურ ფენას, მასწავლებლებს, და ა.შ, ვინც სეზონურად საუბნო კომისიებში მუშაობს ხოლმე, დასცინოს რომ უხარისხო საჭმელს ჭამენ და სხვა.

არსებობს კიდევ არაერთი ცნობილი და უტყუარად დადასტურებული ფაქტი, როდესაც ბატონი გვარამია ძალადობდა და შეურაცხჰყოფდა ქალებს, ავიწროებდა მედიას და თრგუნავდა სიტყვის თავისუფლებას, მონაწილეობდა საეჭვო ფინანსურ-ეკონომიკურ გარიგებებსა და მაქინაციებში.

ყველა ამ ფაქტის შესახებ შესაძლოა თქვენ არ იყოთ სრულად ინფორმირებული და ბატონი გვარამიას თქვენთან სტუმრის რანგში მიწვევამ შესაძლოა საზოგადოებაში გააჩინოს კითხვები იმ მაღალი სტანდარტების ირგვლივ, რითიც თქვენი ინსტიტუტია ცნობილი, რის გამოც თავი ვალდებულად ჩავთვალე წინამდებარე ინფორმაცია წარმომედგინა თქვენთვის”- წერს დავით ჩიხელიძე.

სხვა ამბების წაკითხვა