ბოლო ამბები
ივნისი 14, 2024

მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილს არ შეიწყალებს – კახა კალაძე

ნოე13,2023
გაზიარება

თბილისის მერის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილს არ შეიწყალებს.

მისე თქმით, ამ ვარაუდის საფუძველს სალომე ზურაბიშვილის მიერ თვეების წინ გაკეთებული განცხადებები ქმნის.

„მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილი ამას არ გააკეთებს. რადგან მას პრინციპულად სიტყვა ნათქვამი აქვს. მგონია, რომ ის თავის ნათქვამს არ გადააბიჯებს და გააკეთებს იმას, რაც განაცხადა თვეების წინ და რასაც ამბობდა ყოველთვის.

მე მგონია, რომ ამას არ გააკეთებს, თუმცა გამორიცხული არაფერია. თუ ამ ნაბიჯს გადადგამს, ის იქნება გამზიარებელი იმ უბედურებების, რომელთა მთავარი შემოქმედი გახლდათ სააკაშვილი, რაც ცხრაწლიანი მმართველობის პერიოდში ამადამიანმა და მისმა პოლიტიკურმა გუნდმა იკადრა და აკადრა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

სხვა ამბების წაკითხვა