ბოლო ამბები
19/09/2024

რამდენიმე წუთის წინ გავიგე, რომ წამალი ჩამოვიდა და უკვე იაშვილის კლინიკაშია – აქონდროპლაზიის პრეპარატი საქართველოშია

გაზიარება

აქონდროპლაზიის წამალი უკვე საქართველოშია. ამის შესახებ ინფორმაციას ერთ-ერთი პაციენტის მშობელი, მაკა გოჩიაშვილი ავრცელებს.

მისივე ცნობით, პრეპარატი უკვე იაშვილის კლინიკაშია და ორშაბათს პირველი დოზები გაკეთდება.

“ვზივარ და ვბღავი გიჟივით, თან ვიცინი თან ვტირი, თან ვეღარ ვითმენ ზეგამდე რომ არ გითხრათ.

რამდენიმე წუთის წინ გავიგე, რომ წამალი ჩამოვიდა და უკვე იაშვილის კლინიკაშია. ზეგ ჩვენი თინეიჯერები პირველ დოზას გაიკეთებენ. წამალი დაიდო!”– წერს მშობელი, რომლის შვილიც ასევე აქონდოპლაზიის დიაგნოზის მქონეა.

სხვა ამბების წაკითხვა