ნინო ჯანგირაშვილი ამბობს, რომ 9 მარტის დილას, როდესაც თბილისში საპროტესტო აქციები იმართებოდა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტის წინააღმდეგ, ირაკლი ღარიბაშვილს ამერიკიდან დაურეკეს და დაემუქრნენ სანქციებით როგორც მას, ასევე მის გარემოცვას, მათ შორის ბიძინა ივანიშვილს.
“იკუ, ჩვენო გულადო, ის რატომ არ მოყევი 9–ში დილით 6 საათზე რომ დაგირეკეს რა გითხრეს? ეგრევე რატომ ჩაიფსი? იქნებ ცოტა მეტად დაგეცვა “სუვერენიტეტი“?
ააა, რაღაც ჯადოსნური სიტყვები გითხრეს ხო? პირადად შენი, ბ–ნი ბიძინას და იმ 78 მოღალატის პირად კეთილდღეობას რომ ეხებოდა და არ ითქმის ხო? ცოტა ტონს დაუწიე და იცოდე, ასეთი ფაქტები საბოლოოდ არ იმალება.
ადრე თუ გვიან გასაჯაროვდება ამ ზარის შინაარსი და შენს შვილებს მაინც ეცოდინებათ, რომ მამამისი და მისი ბანდა მზად იყვნენ ქართველი ახალგაზრდების სისხლი დაეღვარათ, უბრალოდ პირადი სანქციების შეეშინდათ, რომლითაც დასავლეთი დაემუქრა. წირპლიანო მოღალატე შენ!”– წერს ჯანგირაშვილი.