ბოლო ამბები
17/09/2024

2024 წელს მე თვალს აგიხელთ, თუ ვინ არის ვლადიმერ ალექსანდროვიჩი – ალექსეი არესტოვიჩი ზელენსკის მხილებას აანონსებს

გაზიარება

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილი  ალექსეი არესტოვიჩი ვოლოდიმირ ზელენსკის უკვე ღიად დაუპირისპირდა და დაანონსა, რომ 2024 წლის დასაწყისში საზოგადოებას საინფორმაციო ბომბს შესთავაზებს და დაანახებს, თუ ვინ არის სინამდვილეში ზელენსკი.

ჭკვიანები მიხვდნენ, რომ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვაპირებდი. მე დავპირდი ზელენსკის, რომ არ ჩავერეოდი, მაგრამ ბოლო დროს მისი ქმედებები ეწინააღმდეგება საღ ლოგიკას.

უკრაინის მიწაზე სისხლისღვრის შეჩერების გეგმა მაქვს. ჩემი მიზანი არ არის ომიდან ფულის გამომუშავება, როგორც ამას ახლა პრეზიდენტის ადმინისტრაცია აკეთებს. აუცილებლად მივაღწევთ წარმატებას.

მე მივიღე მხარდაჭერა უკრაინის შეიარაღებული ძალების გავლენიანი გენერლებისგან. პატარა სპოილერი – 2024 წლის დასაწყისში მე შემოგთავაზებთ საინფორმაციო ბომბს, რომელიც თვალს აგიხელთ, თუ ვინ არის სინამდვილეში ვლადიმერ ალექსანდროვიჩი,”- აცხადებს არესტოვიჩი ვიდეომიმართვაში, რომელიც “ტელეგრამ” არხზე გავრცელდა.

სხვა ამბების წაკითხვა