ბოლო ამბები
10/12/2024

არავის არაფერი გამოუვა – კახა კალაძე ოპოზიციაზე

გაზიარება

„ოპოზიციის მხრიდან ყოველდღიურად იყო მოწოდებები მეორე ფრონტის გახსნასთან
დაკავშირებით. ეს ჩვენ ხომ არ მოგვიგონია. კონკრეტული ადამიანები აკეთებდნენ ამ
განცხადებებს.

ვფიქრობ, ზოგიერთი პოლიტიკოსი რეალობას აცდენილია. ვერ ხვდებიან და ვერ ხედავენ, რა ვითარებაა ქვეყანაში. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ხელისუფლების შეცვლა შესაძლებელია დაპირისპირებით, რევოლუციით, სისხლისღვრით, ძალიან ცდება.”– განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, ჟურნალისტებთან საუბრისას.

ხელისუფლების შეცვლა საქართველოში, ისევე, როგორც ნებისმიერ დემოკრატიულ,
განვითარებულ ქვეყანაში მოხდება ცივილური გზით და ამას გადაწყვეტს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა და არა კონკრეტული პოლიტიკოსები, რომლებსაც მხოლოდ ერთი მიზანი აქვთ – დაპირისპირება, არეულობა, სისხლისღვრა და ა.შ. არავის არაფერი გამოუვა. თუ ვინმე გადასცდება კანონის ფარგლებს, ამას ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

სხვა ამბების წაკითხვა