ბოლო ამბები
12/09/2024

მინდა ვუთხრა  ჩვენს მტრებს, რომ მათ კიდევ ერთხელ წააგეს – ირაკლი ღარიბაშვილი

გაზიარება

მინდა, ბოლოს კიდევ ერთხელ შევაფასო, რომ მთლიანობაში კიდევ ერთხელ გამოჩნდა ჩვენი ჰუმანური სახე, ჩვენი დემოკრატიულობა, ამავდროულად ჩვენი ხელისუფლების სიმტკიცე, სიძლიერე.

მინდა, მადლობა გადავუხადო კიდევ ერთხელ ჩვენს მაგარ პოლიციას. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს საპარლამენტო გუნდს, უმრავლესობას, პარტიის, პარლამენტის თავმჯდომარეებს, ყველას, ძალიან რთული დღეები იყო მათთვისაც, მაგრამ ჩვენ ყველამ კოლექტიურად მივიღეთ ეს გადაწყვტილება და ვთქვით, რომ ეს არის ერთადერთი სწორი, გონივრული და ეროვნული ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილება, – განაცხადა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა 12 მარტს, “იმედის კვირა”-ში სტუმრობისას.

„ჩვენ დავამშვიდებთ სიტუაციას, გვჭირდება სიტუაციის დამშვიდება, სტაბილურობა, განვითარების მაღალი ტემპები და ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. 
ბოლოს მინდა ვუთხრა  ჩვენს მტრებს, რომ მათ კიდევ ერთხელ წააგეს და ვერ შეძლებენ ჩვენი ქვეყნის დანგრევას. მათ ერთხელ უკვე დაანგრიეს ჩვენი ქვეყანა და ჩვენ მეორედ აღარ მივცემთ ამის საშუალებას,“– აღნიშნა პრემიერმა.

სხვა ამბების წაკითხვა