ბოლო ამბები
01/12/2024

დამალული ივანიშვილი მზად არის თავისი ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით საზოგადოება დააპირისპიროს – გახარია

გაზიარება

გუშინ გამოჩნდა ერთი რამ. დამალული ივანიშვილი მზად არის თავისი ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით საზოგადოება დააპირისპიროს.”- ასე გამოეხმაურა ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია მოქმედი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის ინტერვიუს, რომელიც მან გადაცემა “იმედის კვირა”-ს მისცა.

“მოქალაქეების ერთმანეთთან დაპირისპირება ამ ქვეყანაში ყოველთვის რუსული სცენარი იყო და იქნება. ჩვენმა ქვეყანამ ეს უკვე 90-იან წლებში გამოიარა.
ახალგაზრდების დემონიზება, მოქალაქეებისთვის იარლიყების მიკერება და საზოგადოების გახლეჩა იმ ფონზე, როცა ერთიანობა ყველაზე მეტად გვჭირდება – არის დანაშაული. მტერმა ერთხელ უკვე გამოიყენა თავისი მარიონეტები, ჩვენი სახელმწიფოს დასანგრევად, არ გავიმეოროთ იგივე შეცდომა.

საშიში ხდება ეს ყველაფერი. “ოცნება” უკვე ყოველდღიურად ყალიბდება რეჟიმად, რომელიც თან იმეორებს რუსულ ნარატივებს.

დარწმუნებული ვარ, საჯარო სექტორი, როგორც ყოველთვის, გააკეთებს სწორ არჩევანს და დადგება ჩვენი სახელმწიფოს და არა ბიძინა ივანიშვილის ინტერესების მხარეს, არ დაუშვებს საზოგადოებაში დაპირისპირებას და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის საფრთხის შექმნას!”- წერს გიორგი გახარია.

სხვა ამბების წაკითხვა