22/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

კრიტიკული განცხადების გამო, ნაც.მოძრაობამ “მთავარი არხი”-ს ჟურნალისტს ბოიკოტი გამოუცხადა და შავ სიაში შეიყვანა

გიორგი ლაღიძე•
სარეკლამო ბანერი

“მთავარი არხი”-ს გადაცემა “დღის სტუმრის” წამყვან დეა მამისეიშვილის ცნობით, ნაც.მოძრაობამ მას ბოიკოტი გამოუცხადა და შავ სიაში შეიყვანა.

ამის შესახებ დეა მამისეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

“ბოიკოტი გამომიცხადეს. არ ვხუმრობ, ნაციონალურმა მოძრაობამ შავ სიაში შემიყვანა.

ხალხო, “ქოცები” გვექცევიან ასე ჟურნალისტებს და საუკეთესოსგან სწავლობთ, თუ თქვენ ასწავლეთ?! კიდევ რას ველოდო?”– წერს დეა მამისეიშვილი.

შეგახსენებთ, დეა მამისეიშვილმა მის მონოლოგში გააკრიტიკა ნაც.მოძრაობა, კერძოდ, ლევან ხაბეიშვილის გუნდი მანიფესტის გამო და აღნიშნა, რომ აღნიშნული მანიფესტი პარტიიდან ნიკა მელიას გასარიცხად მიიღეს.


იხილეთ ვიდეო: