ბოლო ამბები
12/12/2024

დავით ქაცარავა “ალტ-ინფო”-ს ოფისთან აღარ მივა

გაზიარება

დავით ქაცარავა “ალტ-ინფო”-ს ოფისთან აღარ მივა. როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, მისი ოჯახის წევრებზე თავდასხმის საქმეს შს-მინისტრის რეზოლუცია დაედო და მიეცა მსვლელობა.

“ჩემს ოჯახზე,მეუღლეზე და არასრულწლოვან შვილზე თავდასხმის საქმეზე, რომელიც დღეს საღამომდე იყო ფაქტობრივად გაჩერებული, შსს მინისტრის რეზოლუცია დაედო, რომლის მიხედვითაც საქმეს მიეცა მსვლელობა. ამ ეტაპის მიზანი მიღწეულია. მოძალადეები აუცილებლად დაისჯებიან.

დიდ მადლობას ვუხდი ყველა იმ ასეულობით ადამიანს, ვინც ხვალ აპირებდა გამაფრთხილებელ შეკრებაზე მოსვლას და მხარდაჭერას. ამ მუხტმა და მზაობამ მიაღებინა შესაბამისი გადაწყვეტილება შსს, რისთვისაც მადლობას ვუხდი. ძალა ერთობაშია! ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!”- წერს დავით ქაცარავა.

დავით ქაცარავას დასახვედრად მზად იყვნენ “ალტ-ინფო”-ს წარმომადგენლები, როგორც ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ქარდავამ დაანონსა, შეკრება 14 მარტის დილის 10 საათიდან უნდა დაეწყოთ მის მომხრეებს, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, თუ რას აპირებენ ისინი ქაცარავას ინფორმაციის შემდეგ.

სხვა ამბების წაკითხვა