ბოლო ამბები
10/12/2024

ძალიან მალე, ახალი ვებ-პლატფორმა ჩაეშვება, რომლის მთავარი მიზანი იქნება დაზუსტებული და გადამოწმებული ინფორმაციის გავრცელება – რუსა შელია

გაზიარება

ძალიან მალე, ახალი ვებ-პლატფორმა ჩაეშვება, რომლის მთავარი მიზანი იქნება დაზუსტებული და გადამოწმებული ინფორმაციის გავრცელება”– წერს “იმედი”-ს ყოფილი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი რუსა შელია, რომლის წასვლასაც ტელევიზიიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა როგორც თანამშრომლების, ასევე მაყურებლის მხრიდან.

“ვებ-პლატფორმა იქნება ორენოვანი (ქართული და ინგლისური) და ჩვენი ჯგუფი იმუშავებს საქართველოსა და შეერთებულ შტატებში.

მჯერა, რომ ორივე ოფისის თანამშრომლობა შესაძლებლობას მოგვცემს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია არამხოლოდ ლოკალურ, მიმდინარე პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ პროცესებზე, არამედ, თუ როგორ აღიქმება საქართველო, როგორც საერთაშორისო, გლობალური პოლიტიკის ნაწილი.

ვებ-პლატფორმაზე სიახლეები, ინტერვიუები და კომენტარები განთავსდება როგორც წერილობით, ასევე, ვიდეო-ინტერვიუების სახით.

სულ ცოტა ხანში, მზად ვიქნები, ვებ-პლატფორმაზე მეტი ინფორმაცია გაგიზიაროთ.

და ბოლოს, მართლა ვეცადე, ყველა კომენტარი და შეფასება წამეკითხა! მადლობა თითოეულ თქვენგანს, ძალიან მაძლიერებთ!”- წერს რუსა შელია.

სხვა ამბების წაკითხვა