ბოლო ამბები
10/12/2024

ევროკავშირისადმი მიძღვნილ მსვლელობას სალომე ზურაბიშვილიც შეუერთდა

გაზიარება

ევროკავშირისადმი მიძღვნილ მსვლელობას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც შეუერთდა.

შენი ხმა ევროკავშირს”- ამ სახელწოდებით გაიმათა მსვლელობა 9 დეკემბერს თბილისში, რესპუბლიკის მოედნიდან ევროპის მოედნამდე (რიყე)

ამავე დღეს, სიმბოლურად გაშალეს ევროკავშირის გიგანტური დროშა, რომელიც საგანგებოდ შეიკერა საქართველოში, ხოლო მისი 12 ვარსკვლავი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში დამზადდა და ამ ფორმით გამოხატეს ამ რეგიონის ცალკეულმა მკვიდრებმა მათი სურვილი გახდნენ ევროპის ნაწილი.

მარში არასამთავრობო სექტორის ორგანიზებით გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ასევე პოლიტიკური პარტიები : ნაციონალური მოძრაობა და მათი მხარდამჭერი ორგანიზაციების აქტივისტები.

სხვა ამბების წაკითხვა