კახა კალაძე არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი. ამ საკითხზე მან დღეს, ჟურნალისტებთან ისუბრა.
„არაფერს არ გამოვრიცხავ. ისეთ განცხადებებს აკეთებს და ისეთი დღის წესრიგი აქვს, ყველაფერი მოსალოდნელია. ამ საკითხზე პრინციპული პოზიცია ჰქონდა და დღეს განსხვავებული მოსაზრება აქვს. სააკაშვილი კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით სასჯელს იხდის, თუმცა, პროკურატურის განცხადების მიხედვით, სხვა საქმეებზეც მიდის გამოძიება. ასე რომ, დაველოდოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს