ბოლო ამბები
ივნისი 14, 2024

სახალხო დამცველი ეხმიანება “კონსერვატიული მოძრაობის” წარმომადგენლების მიერ ევროკავშირის დროშის ჩამოხსნისა და დაწვის ფაქტს

მარ14,2023
გაზიარება

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ეხმიანება დღეს, “კონსერვატიული მოძრაობის” წარმომადგენლების მიერ, პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშის ჩამოხსნისა და დაწვის ფაქტს.

“არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ყველა კონსტიტუციურმა ორგანომ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღოს ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.

საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წინ, პროდასავლური კურსის გამოსახატავად აღმართული ევროკავშირის დროშის ჩამოგდება, დაწვა და მსგავსი შეურაცხმყოფელი ქმედებები, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის არათუ შემაფერხებელი ფაქტორია, არამედ ასევე შეუარცხყოფს ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს, ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით, რომელიც კონსტიტუციური ჩანაწერით არის გამყარებული.

რა თქმა უნდა, ადამიანთა ნებისმიერ ჯგუფს აქვს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, თუმცა ნებისმიერი შეკრება უნდა იყოს მშვიდობიანი, არ უნდა ახალისებდეს ძალადობას და არ ეწინააღმდეგებოდეს ქვეყნის კონსტიტუციურ პრინციპებს”– წერს ლევან იოსელიანი..

სხვა ამბების წაკითხვა