22/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

პირველ არხზე გადაცემა “გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე” იხურება

გიორგი ლაღიძე•
სარეკლამო ბანერი

პირველ არხზე გადაცემა “გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე” დაიხურა. ამ ინფორმაციას რადიო “თავისუფლება” საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს, რასაც ადასტურებს გადაცემის წამყვანი დათო გორგილაძეც.

როგორც ცნობილია, ბოლო გადაცემა 29 დეკემბერს გავა და ახალი წლიდან პროექტი ეთერში აღარ გაგრძელდება. ასევე, ცნობილი ხდება, რომ მაუწყებელი დათო გორგილაეს ხელშეკრულებას აღარ უფორმებს.

“მომდევნო წლიდან “გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე” საქართველოს პირველი არხის ეთერში აღარ გავა. ამას გიდასტურებთ. არხის ხელმძღვანელობისგან მოყვანილი მიზეზი ფინანსური რესტრუქტურიზაციაა. პირადი შეფასებებისგან, ამ ეტაპზე, თავს შევიკავებ”, – ეუბნება რადიო თავისუფლებას გორგილაძე.