მიხეილ სააკაშვილი ბედნიერი და ამაყია, იყოს ევროპის, თავისუფალი სამყაროს, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ჯაშუში – გიორგი ჩალაძე

419
ნახვა/წაკითხვა

მიხეილ სააკაშვილი ბედნიერი და ამაყია, იყოს ევროპის, თავისუფალი სამყაროს, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ჯაშუში, – ამის შესახებ  „სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის“ ხელმძღვანელმა, გიორგი ჩალაძემ განაცხადა სტრ5ასბურგში სიტყვით გამოსვლისას, სადაც ის ედუჩა სააკაშვილთან, გიული ალასანიასთან და ე.წ მაგნიტსკის სიის ავტორ ბილ ბროუდერთან ერთად იმყოფება.

„მიხეილ სააკაშვილს ახლა უწოდებენ ევროპის აგენტს. მას ევროპის ჯაშუში უწოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. როგორც იცით, სულ ახლახან მოქალაქეებმა საქართველოში გააპროტესტეს ე.წ. რუსული კანონი, რომელიც წარმოადგენდა რუსეთში მიღებული კანონის ანალოგს და მიმართული იყო სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ. სწორედ ამის შემდეგ სააკაშვილს უწოდეს თავისუფალი სამყაროს ჯაშუში, აგენტი. მინდა, გითხრათ, რომ ის ბედნიერი და ამაყია, იყოს ევროპის, თავისუფალი სამყაროს, დემოკრატიის და ადამიანის უფლებების ჯაშუში, მთხოვა ეს თქვენთვის გადმომეცა“, – განაცხადა ჩალაძემ.

ავტორის შესახებ

IMG.GE ___________________________ IMG.GE

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here