ყველა მოზეიმე, უტიფარ “ქოცს” ეს უთხარით და არასოდეს მისცეთ მათ საშუალება გააყალბონ სიმართლე – ეკა კვესიტაძე კანდიდატის სტატუსზე

გაზიარება

“როდესაც უტიფრად და ფარისევლურად მოზეიმე “ქართული ოცნების” წევრების ყალბ სახეებს შეხედავთ, გაგახსენდეთ, რომ მხოლოდ ისინი არიან დამნაშავე, რომ დღეს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებს არ ვიწყებთ უკრაინისა და მოლდოვას მსგავსად და მათ ერთი დიდი საფეხურით ჩამორჩებით.

გაგახსენდეთ, ის, რომ სტატუსი გვაქვს, ეს მხოლოდ უკრაინის თავგანწირული ბრძოლის და სისხლის ფასად მოტანილი შესაძლებლობაა, რომელსაც ივანიშვილი და მისი მონები ხელიდან გვაცლიდნენ და რომლის გადარჩენა ამ ქვეყნის საუკეთესო ნაწილმა შეძლო ევროპული დროშის დაუღალავი დაცვით რუსთაველის გამზირზე. ყველა მოზეიმე, უტიფარ ქოცს ეს უთხარით და არასოდეს მისცეთ მათ საშუალება გააყალბონ სიმართლე!

ყველა მოზეიმე, უტიფარ ქოცს ეს უთხარით და არასოდეს მისცეთ მათ საშუალება გააყალბონ სიმართლე”- წერს ეკა კვესიტაძე სოციალურ ქსელში.

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *