ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს, აირჩიოს სწორი გზა, ან ისინი აღარ მისცემენ იმის საშუალებას საქართველოს, რომ დადგეს საქართველო ევროკავშირის გვერდით.
ამის შესახებ მან 14 მარტს, ევროპარლამენტში ისაუბრა.
“4 წლის მერე, როცა მცდელობა გვქონდა დაგვეახლოებინა საქართველო ევროკავშირისთვის, რაც არ უნდა გაგვეკეთებინა, პრემიერი ღარიბაშვილი და მთავრობის სხვა წევრები ყველაფერში ჩვენ გვადანაშაულებენ.
გარდა ამისა, ჩვენ გვესმის მთავრობისგან გზავნილები, დავასრულებთ საზოგადოებასო. თქვენ გაქვთ ასოცირების ხელშეკრულება, თქვენ უნდა აკეთებდეთ ყველაფერს იმისთვის, რომ გახდეთ უფრო ახლოს ევროკავშირთან და ამის მაგივრად თქვენ ჩვენი მიმართულებით ისვრით ქვებს. აირჩიეთ სწორი მხარე – ან ჩვენ აღარ მოგცემთ იმის საშუალებას, რომ დადგეთ ევროკავშირისს გვერდით”– ამბობს გრეგოროვა.