ბოლო ამბები
15/10/2024

საზოგადოებრივ მაუწყებელზე მარტო ვასიკო მაღლაფერიძე დატოვეთ და ბარემ ვატაკოთ ბოლომდე ის 100 მილიონი – ალეკო ელისაშვილი

გაზიარება

“საზოგადოებრივ მაუწყებელზე მარტო ვასიკო  მაღლაფერიძე დატოვეთ. ასი მილიონი ლარი, რაც მაგ არხის ბიუჯეტია, სულ მაგას მივცეთ. “ბიძინა ივანიშვილის უსაყვარლესი ვასიკოს მაუწყებელი” დავარქვათ და იგულაოს ჯიგარმა.”– ასე ეხმიანება ალეკო ელისაშვილი პირველ არხზე მიმდინარე რეორგანიზაციას, რის გამოც 7 გადაცემა დაიხურა.

“ყველაფრის წამყვანი ეგ (ვასილ მაღლაფერიძე) იყოს, თან რეჟისორი, თან ოპერატორი, თან დარაჯი, თან გრიმიორი, მოკლედ ყველაფერი რა. აბა, წესიერს რაც მაგ არხზე იყო ყველაფერს ხურავენ და ბარემ ვატაკოთ ბოლომდე ვასიკოს ის ასი მილიონი”- წერს ალეკო ელისაშვილი.

სხვა ამბების წაკითხვა