“ყველა მთავრობა ერთსა და იმავე გზას დაადგა, არაფრის დიდებით არ დათმოს გავლენა საზოგადოებრივ მაუწყებელზე”– ასე ეხმიანება პირველი არხის გადაცემა “რეალური სივრცის” წამყვანი ნინო ზაუტაშვილი დავით გორგილაძის გადაცემის დახურვას.
“დათო გორგილაძე შესანიშნავ გადაცემას აკეთებდა და ზუსტად ვიცი, კიდევ უკეთესს გააკეთებს ნებისმიერ პლატფორმაზე.ძალიან დიდი დანაკლისია საზოგადოებრივი მაუწყებლის მაყურებლისთვის.. ყველა მთავრობა ერთსა და იმავე გზას დაადგა, არაფრის დიდებით არ დათმოს გავლენა საზოგადოებრივზე.
სამწუხარო ისაა, რომ ჯერ ზუსტად არ ვიცით, კიდევ რომელი გადაცემები შეეწირება ფინანსურ რეორგანიზაციას და ეს ყველაფერი იმ ფონზე, როცა პარლამენტში მსხდომებმა საკუთარი ხელფასის მომატებას ერთხმად მისცეს ხმა.მე ზუსტად ვიცი, ყველა გადაცემას, რომელსაც დავკარგავ საზოგადოებრივზე, ვნახავ სხვაგან, მაგრამ თავად საზოგადოებრივი პლატფორმის იდეა ძალიან კნინდება და მთელი გულით განვიცდი.”- წერს ნინო ზაუტაშვილი.
შეგახსენებთ, ფინანსური რეორგანიზაციის მიზეზით საზოგადოებრივ მაუწყებელზე 7 გადაცემა და მის ბაზაზე არსებული საგანმანათლებლო არხი “ტელესკოლა” დაიხურა.
ვრცლად:
პირველ არხზე 7 გადაცემა დაიხურა, ასევე, დაიხურა “ტელესკოლის” არხიც
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს