ვერ გავამართლებ ხელისუფლებისაგან ორმაგი სტანდარტებით მიდგომებს სხვადასხვა თემატიკის მიტინგების მონაწილეების მიმართ! ერთი კასტისგან ყალიბდება ხელშეუხებელი ბრბო, დანარჩენები კანონის მთელი სიმკაცრით ისჯებიან”– წერს მანჩო გიორგობიანი სოციალურ ქსელში:
“თუ გუშინწინდელი აქციის (7-9 მარტის) მონაწილეები მეორე დღესვე უპირობოდ გამოუშვეს; აპატიეს მოლოტოვის კოქტეილების სროლა, პოლიციელების დაწვა-დაზიანება, ვანდალობა, მანქანების გადაწვა, საქართველის დროშის ძირს დაგდება და ა.შ..
მაშინ, გამოუშვან 5 ივლისის ე.წ. “ჟურნალუსტების ცემის” საქმის მონაწილეებიც, როდესაც მომიტინგეებს მართლა გამომწვევად ექცეოდნენ ე.წ. ჟურნალისტების დიდი ნაწილი, აღიზიანებდნენ, პირდაპირ უწოდებდნენ “მოღალატეებს” “რუსეთის აგენტებს” და სხვა შეურაცხმყოფელი ეპითეტებით ამკობდნენ..
არ ვამართლებ ჟურნალისტებზე მოძალადეებს, მაგრამ აშკარად საკმარისად დაისაჯნენ და შეუსაბამოდ დიდი ხნით გამოკეტეს ციხეებში!
თუ ბარამიძეს პატიობ პოლიციელისთვის ქოლგის ჩარტყმას და შეურაცხყოფას, გრ. ვაშაძეს პოლიციელისთვის თავში ჩარტყმას, ზოგადად, “ნაც.ხლისტები” გამოირჩევიან პოლიციელების მიმართ უშვერი სიტყვებით ლანძღვა-გინებით, რაც საქართველოს კანონმდებლობით დასჯადია, მაშინ სხვა აქციების მონაწილეებსაც თვალი უნდა დაუხუჭო გადაცდომებზე, ან დასაჯო ორივე მხარე ერთნაირად!…
და თუ ევრო-ვანდალებს გაუტარებ საქართველოს დროშის მიწაზე ფორთხიალს, მაშინ ალტ-ინფოს ზურაბ მახარაძესაც არ უნდა გამოუწერო ჯარიმა, თუნდაც ევროკავშირის დროშის დაწვაზე. ან ორივე დააჯარიმე ერთნაირად!
მე არც ერთი საქციელი მომეწონა და არც მეორე. ზოგადად, პატივს არ ვცემ რადიკალებს, ვანდალებს, ბარბაროსებს და ა.შ. მათ მსგავსებს. პატივს ვცემ, როდესაც “ერთი ფოთოლი არ ჩამოვარდება”
მაგრამ სახელმწიფოსგან ვითხოვ ერთნაირ მიდგომებს! 20 ივნისის პარლამენტის შტურმი, პოლიციელების გამოტაცებები და ფარების ლეწვები რომ დაუსჯელი დარჩა და პრაიდის პარადის მოწინააღმდეგეებს “ტაბურეტკებზე ” ასამართლებ ესეც მორიგი უსამართლობაა.
ძალადობას კი არ ვამართლებ, უბრალოდ ვითხოვ ერთნაირ მიდგომას ! ან დასაჯონ ერთნაირად, ან არ დასაჯონ არც ერთი, არც მეორე!
და კიდევ, მადამ პრეზიდენტი, ჩვენ, მის ერთგულ ამომრჩეველს, კულტურულად რომ ვდგავართ პრეზიდენტის სასახლესთან, უტიფრად გვაკადრებს ” აქ რას მომივარდითო”, ხოლო მოლოტოვის კოქტეილიანები რომ “ჯანსაღი პროტესტია” თურმე მისთვის და კიდევ რომ აგულიანებს “მათთან არის იგი-მათ-მას-ანუ” , ესეც ირიბი თუ მრუდე სარკეების ქვეყნის სიმღერიდან არის და უპატიებელი უსამართლობაა..
არ შეიძლება, მიუღებელია ეს ორმაგი სტანდარტები და რაც ყველაზე ცუდია, ხელს უწყობს საზოგადოებაში კიდევ მეტ რადიკალიზაციას, პოლარიზაციას, ერთმანეთზე კიდევ მეტად გაბოროტებას, ჩამოყალიბდა დაუსჯელთა კასტა, რაც საზოგადოების თვალში ხელისუფლების დაკნინებას და უპატივცემულიბასაც იწვევს.
“ჟურნალისტური საქმიანობაში ხელისშეშლისთვის ” რომ ასამართლებ და სჯი ერთ მხარეს, ხოლო მეორეს პატიობ “ლექტორების დევნის” ოფიციალურად გამოცხადებას – ასეთი მიდგომები დაღუპავს ამ ქვეყანას, მიგვიყვანს უმართავ ქაოსამდე, თუ ჩანასახშივე არ მოვსპეთ!
სად არის განათლების მინისტრი, რატომ არაფერზე რეაგირებს?! ნორმალურად მიაჩნია ზოგიერთი ლექტორი ქულების სანაცვლოდ რომ აქციიდან სელფებს ითხოვდა?! ან ზოგზოგიერთი პედაგოგი რომ მოსწავლეებს მშობლებს მოღალატეებად უცხადებს, ეს ნორმალური პროცესია მისთვის?!
კიდევ ბევრი ასეთი მაგალითის მოყვანა შეიძლებოდა; ტელევიზიიდან პატრიარქის გინება რომ მოსულა, ხოლო ვინმე არასამთავრობო ორგანიზაციას, ან რომელიმე უმცირესიბას თუ შეაგინე “მუქარის შემცველია” თურმე და ისჯება.
აღარ გავაგრძელებ, ჩემთვის “ნაც.ხლისტები” ხომ ქვეყნის დამაქცევარები არიან, მაგრამ არც მორგოშია მგონია ქვეყნის აღმშენებელი და არც “ალტ-ინფო”-ს ადვოკატად გამოვდგები…
უბრალოდ, ვითხოვ სამართლიან მიდგომებს, კანონი ყველასთვის ერთნაირად უნდა მუშაობდეს!”– წერს მანჩო გიორგობიანი.