22/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

ევროკავშირის დროშის დაწვის შემდეგ ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს

გიორგი ლაღიძე•
სარეკლამო ბანერი

ევროკავშირის დროშის დაწვის შემდეგ მოქალაქე ლაშა შარუხია დააკავეს. ინციდენტი16 დეკემბერს, მცხეთში მოხდა, როდესაც კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაზე ევროკავშირის დროშა გამოიფინა.

როგორც დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, შარუხიას ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ცეცხლის წაკიდებით.

ადვოკატის ცნობითვე, დროშის ღირებულება 1000 ლარით განისაზღვრა.

სასამართლომ უარი განცხადა მისთვის გირაოს შეფარდებაზე და აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ლაშა შარუხიას მხარდაჭერას უცხადებენ “ალტ-ინფო”-ს ლიდერები და მოუწოდებენ თანამოაზრეებს, რომ გამოხატონ სოლიდარობა მის მიმართ.