მსახიობი ნანა ლორთქიფანიძე იმ ახალგაზრდებს მიმართავს, რომლებიც 7-9 მარტის საპროტესტო აქციებში იღებდნენ მონაწილეობას:
“იბრძოლეთ ახალგაზრდებო! გააპროტესტეთ ყველაფერი მიუღებელი! ხმა აიმაღლეთ უსამართლობის წინააღმდეგ! ეს ქვეყანა თქვენია ! მომავალი თქვენია! ეს ქალაქიც თქვენია! ოღონდ სახეს ნუ დაკარგავთ!
ღირსეულად იბრძოლეთ! ბოროტებას ბოროტებით ვერ აღმოფხვრით! გაემიჯნეთ ნაცფაშისტებს, გაემიჯნეთ რუგზაკიან ვანდალებს! ნუ გადააწვევინებთ და ააოხრებინებთ ჩვენს ლამაზ ქალაქს და ნუ გააპრავებთ რუსთაველის ეროვნული თეატრის შეურაცხყოფას და ყ@@@@-ის მიხატვას. ისე იბრძოლეთ , რომ თქვენით ვიამაყოთ! ჩვენი ქვეყნის მომავალი ევროპულია!”- წერს ნანა ლორთქიფანიძე.