22/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

ამ საკითხზე არ ვფიქრობ, ვემზადები სტრასბურგის სასამართლოსთვის – ნიკა გვარამია

მულტი მედია•
სარეკლამო ბანერი

ნიკა გვარამიამ რადიო “თავისუფლების” გაგზავნილ კითხვებს ციხიდან უპასუხა. ერთ-ერთი კითხვა კი ეხება იმას, თუ რა ვადაში ელოდება ის პატიმრობიდან გათავისუფლებას.

რადიო თავისუფლება: პატიმრობიდან თქვენს გათავისუფლებას რა ვადაში და რა გზით ხედავთ? ანუ, სამართლიანობის აღსრულებაში დარწმუნებული რომ ხართ, არაერთხელ გითქვამთ/დაგიწერიათ, მაგრამ შესაძლებელია გათავისუფლების სავარაუდო ვადის განსაზღვრა (ადგილზე გაჭიანურებისა და სტრასბურგის პროცედურების გათვალისწინებით)?

“ამ საკითხზე არ ვფიქრობ. ციხეში ვადამდე გათავისუფლებაზე ფიქრი კატეგორიულად დაუშვებელია. მე დიდი ხანია ვემზადებოდი ამ პატიმრობისთვის და ფუჭ იმედებს არ ვიღვივებ. ვემზადები სტრასბურგის სასამართლოსთვის და „ცის გახსნას“ ნამდვილად არ ველოდები.”– წერს ნიკა გვარამია.