22/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

რატი იონათამიშვილის განცხადებით, ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა, ელენე ხოშტარიას მოძრაობა „დროა”-ს დამფინანსებელი საერთაშორისო ფონდის ერთ-ერთი ხელმძღვანელია

მულტი მედია•
სარეკლამო ბანერი

“ქართული ოცნების” დეპუტატ რატი იონათამიშვილის განცხადებით, ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა, ელენე ხოშტარიას მოძრაობა „დროა”-ს დამფინანსებელი საერთაშორისო ფონდის ერთ-ერთი ხელმძღვანელია.

“ფაქტობრივად, ანგარიშს აბარებენ თავიანთ იდეურ ხელმძღვანელს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

„განსაკუთრებული შემთხვევაა „დროა“, რომელიც ერთდროულად არის დაფუძნებული როგორც სამოქალაქო ორგანიზაცია და პოლიტიკური პარტია. ცხადია, ეს არის არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება.

ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ხვდებიან ქალბატონ ანა ფოტიგას, რომელიც არის „დროას“ დამფინანსებელი საერთაშორისო ფონდის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. ფაქტობრივად, როგორც ჩანს, ანგარიშს აბარებენ საკუთარ იდეურ ხელმძღვანელს. ეს ადამიანები საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ გამოდიან. მათი საუბრების შინაარსი არ ემთხვევა ჩვენი ქვეყნისა და ევროკავშირის პარტნიორულ ურთიერთობებს“, – ამბობს რატი იონათამიშვილი.