ბოლო ამბები
აპრილი 16, 2024

რას ჩააცივდით ამ საქართველოს, რა გინდათ ამ ქვეყნიდან? – კახა კალაძის ემოციური მიმართვა (აუდიო)

მარ16,2023
გაზიარება

დარწმუნებული ვარ, დღეს, საქართველოს სხვა ხელისუფლება რომ ჰყავდეს, აი ის ადამიანები, ვინც ყველაზე მეტს ხმაურობენ, აქ გვექნებოდა უბედურება”- განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ 16 მარტს, ტელეკომპანია “იმედი”-ს გადაცემა “იმედი ლაივ”-ში სტუმრობისას.

მოსმენა:

“რატომ არის მცდელობა, რომ აჯანჯღარონ სახელმწიფო, ხელისუფლება, დაასუსტონ, როგორმე ჩამოიშორონ. პარალელურად, განცხადებები მეორე ფრონტთან დაკავშირებით ხომ არ შენელებულა!

თქვე დალოცვილებო, რას ჩააცივდით ამ საქართველოს? რა გინდათ ამ ქვეყნიდან? ჩვენზე განვითარებული ქვეყნები ხართ, ჩვენზე ძლიერი ეკონომიკები გაქვთ, ჩვენზე მეტი ხალხი ცხოვრობს თქვენ ქვეყნებში, გამოდით და იომეთ, ვინ დაგიშალათ? საქართველომ არ იომა? არ მიიღო თავისი წილი უბედურება?

რა გინდათ ამ ქვეყნიდან? ძლივს მშვიდობა შევინარჩუნეთ, ქვეყანა ვითარდება, ეკონომიკური ზრდა გვაქვს, მივისწრაფით ევროპისკენ.

რატომ უნდა იყოს დაძაბულობა, ომი, გადაბუგული ქალაქები, ლტოლვილი მოსახლეობა, კიდევ ეს გვინდა ჩვენ?”- განაცხადა კახა კალაძემ.

სხვა ამბების წაკითხვა