“ჩვენ გვაქვს ერთი სტრატეგიული მიზანი – ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია და ჩვენი მიზანი არ შეიცვლება.
მიზანი არის გადარჩენა, რომ უფრო წარმატებული ნაბიჯები გადაიდგას შავ ზღვაში, გაგრძელდეს წარმატება ყირიმში და სამხრეთში. დეტალებზე საუბარი არ შემიძლია, მაგრამ ჩვენ ამას გავაკეთებთ, რათა დავიცვათ აღმოსავლეთი და გადავარჩინოთ ხარკოვი და უკრაინის ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქები
ომი 2024-ში ეს არის ახალი გვერდი, ეს არ არის უკრაინის ომი, რადგან გამოწვევები ახლო აღმოსავლეთში, “ჰამასის” წვრთნები არაბულ სამყაროს უბიძგებს ქაოსისკენ აფრიკის კონტინენტზე – ჩვენ ვართ ყველა ამ ომის ნაწილი.
ევროპა არ საუბრობს უკრაინის დახმარებაზე – თქვენ ეხმარებით თქვენ თავს, გვაძლევთ ჩვენ ფულს თუ შეიარაღებას, ამით თქვენ ეხმარებით საკუთარ თავს – უკრაინელები ბრძოლობენ მსოფლიოსთვის”– განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოცემა “ეკონომისტი“-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
გამოცემის რედაქტორმა მას ჰკითხა პუტინთან შესაძლო მოლაპარაკების დაწყებასთან დაკავშირებით – კატეგორიულად გამორიცხავდა თუ არა ამ პროცესის დაწყებას, რაზეც ზელენსკიმ უპასუხა:
“ახლა არ არის იმაზე დისკუსიის მომენტი – კომპრომისები იქნება, თუ არ იქნება, რადგან ჩვენ, რუსეთის მხრიდან მშვიდობისთვის არ გვაქვს ფუნდამენტური ნაბიჯები
ჩვენ ვეტყვით რუსეთს, რომ არ დაგვესხას თავს და ნებისმიერ მომენტში რუსეთი შენ დაგარტყავს და უნდა იყო მზად”- განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, პუტინი არის ცხოველი, რომელიც გრძნობს მოწინააღმდეგის სისუსტეს, სისხლს,
“გრძნობს თავის ძალას და ვახშამზე შეგჭამთ მთელ თქვენს ევროკავშირთან, ნატოსთან და დემოკრატიასთან ერთად“ – აღნიშნა ზელენსკიმ.
გამოცემის რედაქტორი აღნიშნავს, რომ ზელენსკი გაბრაზებულია.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს