ლაშა ბუღაძე “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს პასუხობს:
“იმის მაგივრად, რომ სამებაში გამოდებული სტალინის რუსული ხატი დაგმოს, ჩემს ირონიულ რეპლიკაზე ბოდავს რაღაცას…
“დიახ, “7 იანვარი” დღეს პოლიტიკური თარიღია და არა რელიგიური.
პოლიტიკური რომ არ იყოს, არც უკრაინის ეკლესია დაიწყებდა შობის აღნიშვნას 25 დეკემბერს და არც ყველაზე დიდი ქართველი პატრიარქი, წმინდა ამბროსი ხელაია ცდიდა 25 დეკემბრის ტრადიციის აღდგენას!
იქ, სადაც რელიგიაა, ცხადია დავა აბსურდულიც კია – გნებავთ, იულიუს კეისრის კალენდრის მიხედვით (7 იანვარი) აღნიშნეთ შობა და გნებავთ, პაპ გრიგორიუსის (25 დეკემბერი), მაგრამ აბსურდული არაა საფრთხე, რომელიც რუსეთზე ბმულობას გულისხმობს…
ამბროსი ხელაიას გადაწყვეტილება რუსეთისგან დისტანცირების ნაბიჯია… 25 დეკემბერი რუსეთისგან დაშორების და ევროპულ-ცივილიზაციურ დროსთან დაახლოების სიმბოლური აქტია!
მაგრამ თქვენ გირჩევნიათ სტალინის ხატები გედგათ სამების ტაძარში და ვინც კი ანტირუსულობისა და ეროვნულობისკენ მოგიწოდებთ, “მტრის ხატებად” შერაცხოთ.”- წერს ბუღაძე.
ამ თემაზე:
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს