ბოლო ამბები
12/12/2024

მაგრად დაჰკარით, თორემ დაგკრავენ! მე მითქვამს! – ლალი მოროშკინა “ქართულ ოცნებას”

გაზიარება

ლალი მოროშკინა ხელისუფლებას მიმართავს და 11 რჩევას აძლევს, როგორც პიარ-ტექნოლოგი.

1.მიიღეთ კანონი ცილისწამებაზე.

2. დასაჯეთ ნაცები.

3. დახურეთ უკანონო მედია “ბუტკები.”

4. გადაიყვანეთ მიშა ციხეზე( ეგ რა შუაშიაო არ იკითხოთ ოღონდაცა რა…)

5. მოსპეთ ნარკომანია! ზუსტად ეს აქვთ ხელზე დახვეული,რომ მიშას დროს ნარკომანია ასე არ ყვაოდა.

6. აღადგინეთ დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან, დაიწყეთ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ლტოლვილების დაბრუნების პროცესი. (ბოდენის დოკუმენტი) მაინც რუსებს გეძახით ეს ბოროტი, ფსევდო-ლიბერალური ბაბლი და ეპოქალური საქმე მაინც დაიწყეთ. გაქვთ ყარაბახის პრეცედენტი.

7. მიიღეთ კანონი ლგბტ+ პროპაგანდაზე. ნაძვის ხესთან ვერ გაგვიყვანია ბავშვები,
შილაკიანი და “კრუჟაოიანი” ძუძუგადმოგდებული ბიჭებით აივსო ქალაქი.

8. დაარქვით ყველაფერს თავისი სახელი და აღარ მოგიწევთ ატუზული ბავშვივით სულ მობოდიშება!

9. აღადგინეთ დახვრეტის მუხლი და ლь-ზე დახვრიტეთ( ნუ, ეს ხუმრობით)

10. ადამიანები ნუ ჩაანაცვლეთ ძაღლებით, კატებით, ზღვის ლომებით, თუთიყუშებით… ვენაცვალე ფლორას და ფაუნას,მაგრამ უფალმა ადამიანი შექმნა ხატად და არა ზოოპარკის ბინადარი (ვიღაც არ გამომუხტეს ახლა, მინიმუმ 20 უპატრონო ცხოველს ვუვლი!)

11. გაწმინდეთ უნივერსიტეტები უცხო ქვეყნის აგენტებისგან. ეს მათი შედგენილი დღის წესრიგით გიწევთ სულ თავის მართლება.

მოკლედ, მაგრად დაჰკარით, თორემ დაგკრავენ! მე მითქვამს!”- წერს ლალი მოროშკინა.

სხვა ამბების წაკითხვა