22/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

ეს არის სიმართლე, ვანო და კეზერაშვილი არიან ახლა აი იმ ოთხეულის პატრონები – თამარ ჩერგოლეიშვილი

მულტი მედია•
სარეკლამო ბანერი

ვანო მერაბიშვილი გინდ გაჩუმდეს, გინდ არა – არის მთავარი ოპოზიციური ძალის ყველაზე გავლენიანი პირი.

მისი ინტერესები დაემთხვა კეზერაშვილისას, ორივემ ერთად გაწია მელია (სამეული მანამდე შეკრეს თათარიახლად და ეგ გამოიყენეს მელიას გასაწევად) და ახლა არის იქ თვითონ.”– წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში:

“სულ რომ ხმა ჩაიკმინდოს, ეგაა “ნაცების” ლიდერი და ალბათ ლუპზე აქვს დაყენებული (გონების მაინც) მიშას ცნობილი ალუზია ფანრიან ნოკიაზე. ანუ ვანო და კეზერაშვილი არიან ახლა აი იმ ოთხეულის პატრონები. ეს არის სიმართლე.

ვანოს გაჩუმებით ვანო არ იცვლება, ზუსტად ისე, როგორც ბიძინას გაჩუმებას არ შეუცვლია ბიძინა.

რეალობის დამალვას ნუ ითხოვთ, რეალობას თვალი გაუსწორეთ – ოთხეული არის “კეზერა” და ვანო.

და მერე სპექტრში მიმოხედეთ და შესაბამისი არჩევანი გააკეთეთ. ვანოსია ის პარტია – უნდა გაჩუმდება, უნდა ილაპარაკებს – მოიგო.”– წერს ჩერგოლეიშვილი.