ბოლო ამბები
10/02/2025

ვემორჩილებით საპატრიარქოს გადაწყვეტილებას, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს გადაწყვეტილება საპატრიარქომ ხელისუფლების “რჩევით” მიიღო

გაზიარება

“ვემორჩილებით საპატრიარქოს გადაწყვეტილებას, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ… ჯერ ერთი, რომ ეს გადაწყვეტილება საპატრიარქომ ხელისუფლების “რჩევით” მიიღო და ამიერიდან კოლექტიური ფერაძეები უფრო მეტ თავხედობას გამოიჩენენ”– წერს ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში, რომელიც საპატრიარქოს დღევანდელ განცხადებას კიდევ ერთხელ ეხმიანება.

“საპატრიარქომ დაადასტურა, რომ ხატზე შეიძლება გამოსახული იყოს ნებისმიერი ღვთის წინააღმდეგ მებრძოლი, ნებისმიერი მწვალებელი ან ურწმუნო, გამომდინარე კონტექსტიდან! და ეს შეცდომა არ არის.

ცხადია, არც სტალინის გამოსახვაა დარღვევა. მეორეს მხრივ, ნათელია, რომ საპატრიარქომ დაიცვა სიმშვიდე და ამიტომ გვეუბნება, რომ სტალინის ეპიზოდი უნდა შეიცვალოს.

ვიმეორებ: ჩვენ, როგორც მრევლი, ვემორჩილებით საპატრიარქოს გადაწყვეტილებას, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ… ჯერ ერთი, რომ ეს გადაწყვეტილება საპატრიარქომ ხელისუფლების “რჩევით” მიიღო და მეორე-ამიერიდან კოლექტიური ფერაძეები უფრო მეტ თავხედობას გამოიჩნენ”- წერს ირმა ინაშვილი.

ვრცლად:

საპატრიარქო მიმართავს დედა მატრონას ხატის შემწირველებს, რომ ცვლილება შეიტანონ ხატწერის დეტალებში

 

სხვა ამბების წაკითხვა