ბოლო ამბები
14/12/2024

ანდრია ჯაღმაიძე ეკლესიიდან უნდა მოიკვეთოს – ნიკოლოზ მჟავანაძე

გაზიარება

ანდრია ჯაღმაიძე ეკლესიიდან უნდა მოიკვეთოს როგორც უფლის და სამშობლოს გამყიდველი! – წერს სოციალურ ქსელში იურისტი ნიკოლოზ მჟავანაძე, რომელიც ეხმიანება საპატრიარქოს დღევანდელ განცხადებას დედა მატრონას ხატთან დაკავშირებით.

მატრონას შეხვედრა სტალინთან არ დასტურდებაო, გადაამოწმეთ წმინდა გიორგის გველეშაპთან შეხვედრა დასტურდება?

არ გამიკვირდება ნატა ფერაძეს საპატრიარქომ მადლობაც რომ გადაუხადოს, ჩვენ შეგვეშალა და შენ დაგვეხმარე შეცდომის გამოსწორებაშიო.

არც ის გამიკვირდება საპატრიარქომ პარლამენტთან მდგარი ჯვარის მოხსნაც რომ მოითხოვოს.”– წერს ნიკოლოზ მჟავანაძე.

ვრცლად:

საპატრიარქო მიმართავს დედა მატრონას ხატის შემწირველებს, რომ ცვლილება შეიტანონ ხატწერის დეტალებში

სხვა ამბების წაკითხვა