ბოლო ამბები
11/10/2024

მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და შშმ ბავშვებისთვის სოციალური პაკეტი 50 ლარით, ხოლო სხვა კატეგორიისთვის 20 ლარით იზრდება

გაზიარება

2024 წლის იანვრიდან, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის სოციალური პაკეტი 50 ლარით, 340-დან 390 ლარამდე იზრდება.

ამის შესახებ დღეს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ყველა სხვა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ფინანსური დახმარება 20 ლარით იზრდება, მათ შორის მნიშვნელოვნად გამოხატულ შშმ პირს სოციალური პაკეტი 175-დან 195 ლარამდე ეზრდება. ბიუჯეტი დაახლოებით 46 მლნ ლარს შეადგენს. გაზრდილი სოციალური პაკეტით 123 000-ამდე ბენეფიციარი ისარგებლებს.

სხვა ამბების წაკითხვა