დიანა ტრაპაიძის გადაცემა “დღის ამბებში” ჩართვით მყოფმა დავით თარხან-მოურავმა დედა მატრონას ხატთან დაკავშირებით ისაუბრა, რაც მასსა და წამყვანს შორის კამათის საგნად იქცა – რა შინაარსი დევს ხატში, როდესაც ასახულია სტალინის სტუმრობა მატრონა მოსკოველთან და ვისი ინიციატივით მოხდა ამ ეპიზოდის დატანება?
დავით თარხან-მოურავის განცხადებით, ხატი მან და ირმა ინაშვილმა შეწირეს ტაძარს, რომელიც 2 წლის განმავლობაში იწერებოდა, რაც ეხება სტალინის სტუმრობის ეპიზოდის ასახვას, მისი თქმით, ეს იყო ხატმწერის ინიციატივა და მათ არანაირი მონაწილეობა არ მიუღიათ შინაარსის შექმნაში, თუმცა, სტალინის სტუმრობა ნიშნავს იმას, რომ უღმერთო მმართველი, მისი ურწმუნობის მიუხედავად მიდის წმინდანთან, რაც მის მოდრეკას ნიშნავს ღმერთის წინაშე.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს