თბილისის მერიამ ხელშეკრულება გაწყვიტა კომპანიასთან, რომელიც წერეთლის გამზირის რეაბილიტაციას ახორციელებდა. მიზეზად კი უხარისხოდ შესრულებული ცალკეული სამუშაოები დასახელდა.
როგორც მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი განმარტავს, უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი უხარისხოდ არის გაკეთებული.
მისივე ცნობით, საგზაო სამუშაოები იანვრის ბოლოსთვის დასრულდება.
„მოსახლეობისთვის უფრო ნათელი რომ იყოს, უხარისხოდ შესრულებული არ აღვიქვათ ისე, რომ რაც გაკეთდა სამუშაოები, ეს უხარისხოა. ამ მასშტაბის სამუშაოებზე როდესაც არის საუბარი, შეიძლება რაღაც გაკეთდეს უხარისხოდ, მაგრამ ამის ვალდებულება აქვს კომპანიას, რომ ეს უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები გამოასწოროს. როდესაც დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოვა, ამის შემდგომ ხდება ამ სამუშაოებზე თანხის გადახდა
ნებისმიერი უხარისხოდ შესრულებული სამუშაოს გამოსწორება მოხდება კომპანიების მიერ.
არც ერთ კომპანიას, რომელსაც ხელშეკრულებები გაფორმებული აქვს მუნიციპალიტეტთან და ვალდებულება აქვს აღებული, რომ შეასრულოს კონკრეტული სამუშაო, არც ერთ კომპანიას არ ეპატიება ვადაგადაცილება, არაჯეროვნად და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები.
ყველა კომპანიას აქვს უფლება, თუ არ ეთანხმება იმ გადაწყვეტილებას, რაც მერიამ მიიღო, მიმართოს სასამართლოს. რაც შეეხება სანქციებს, სანქციები იქნება მხოლოდ და მხოლოდ ის, რაც ხელშეკრულებაში იყო ჩადებული. ხარვეზების გამოსწორება მოუწევს იმ კომპანიებს, ვინც ობიექტზე სამუშაოებს გააგრძელებს. თუმცა, იმ კომპანიებს, რომლებმაც ეს ხარვეზები დაუშვეს, ამ კომპანიების მიმართა სამუშაოების თანხა არ იქნება გადახდილი. ახლა მიმდინარეობს ბაზრის კვლევის პროცესი და ვინც უმცირეს ფასს დაგვიდებს, ოღონდ უმცირეს ფასთან ერთად ბევრი პირობა გვაქვს გათვალისწინებული – ეს არის ხარისხი, ვადები და ა.შ. ამ პირობების მიხედვით შევარჩევთ კომპანიებს. ტენდერი გამარტივებული წესით გამოცხადდება. გადაუდებელი წესით გავაფორმებთ ხელშეკრულებებს.
მე ყოველდღიურად ობიექტზე ვიმყოფები ხოლმე და მუდმივად ვუწევ ხოლმე ზედამზედველობას ჩემს თანამშრომლებს. დღეს დილიდან რამოდენიმე ტელევიზიას ვუყურე, რომლებიც მიზანმიმართულად მოსახლეობას ატყუებენ, პანიკას თესავენ, თითქოს ხელოვნურად სატრანსპორტო კოლაფსი შეიქმნება, ეს სამუშაოები ვერ დასრულდება. კიდევ ერთხელ, სრული პასუხისმგებლობით გიდასტურებთ, იანვრის ბოლოს საგზაო სამუშაოები დასრულებული იქნება.
თქვენ იცით, რომ მაგ ობიექტზე ჩვენ გვქონდა 24-საათიანი მუშაობის მოთხოვნა, ვალდებულება ჰქონდათ კომპანიებს. შესაბამისად, ეს დარღვევები როდესაც დაფიქსირდა, რომ კომპანიები რიგ შემთხვევებში 24 საათი არ მუშაობდნენ, იყო გეგმა-გრაფიკთან ჩამორჩენა, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება. გეუბნებით და გიდასტურებთ, დაახლოებით ორ კვირაში, იანვრის ბოლოს საგზაო ნაწილში მოძრაობა გახსნილი იქნება.
რამდენჯერაც მოხდა ვადაგადაცილება, უხარისხოდ სამუშაოების შესრულება, იმდენჯერ მოხდა ამის დაფიქსირება. შესაბამისად, ამ არგუმენტების ერთობლიობით მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ კომპანიებთან შეგვეწყვიტა ხელშეკრულება. უამრავი გაფრთხილება, ინსპექტირების აქტი და ჯარიმა არის შედგენილი ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ბენდელიანმა. – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს