„საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს გადაწყვეტილებებს ჩვენი ქვეყნისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მათ შორის სამართლებრივი თვალსაზრისით”– განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა მარია ზახაროვამ ჰააგის სასამართლოს მიერ, ვლადიმერ პუტინისა და ბავშთა ომბუდსმენ მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების შესახებ გაცემულ ორდერთან დაკავშირებით.
“რუსეთი არ მონაწილეობს ICC-ის რომის სტატუტში და არ ეკისრება მასზე ნაკისრი ვალდებულებები, რუსეთი არ თანამშრომლობს ამ ორგანოსთან და დაპატიმრების შესაძლო „რეცეპტები“, რომლებიც საერთაშორისო სასამართლოდან მოდის, ჩვენთვის იურიდიულად ბათილი იქნება“- აღნიშნა ზახაროვამ, რომლის კომენტარსაც რუსული გამოცემა “რია-ნოვოსტი” ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის გარდა, უკრაინაც არ არის რომის სტატუტის წევრი.
ამ თემაზე:
https://multinews.ge/?p=968