ბოლო ამბები
12/12/2024

კოკა მორგოშია “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს მიმართავს

გაზიარება

“კონსერვატიული მოძრაობის” დამფუძნებელი კოკა მორგოშია “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს მიმართავს.

ის საუბრობს იმ მიზეზებზე, რის გამოც ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერის თანამდებობა დატოვა.

მორგოშიას თქმით, ქვეყანაში არაფერი არ შეიცვლება, სანამ ბიძინა ივანიშვილი მართავს პროცესებს.

“მივმართავ ,,ქართული ოცნების” მხარდამჭერებს და იმ ხალხს ვინც სამსახურეობრივად ან სიტუაციურად ნებით თუ უნებლიედ დამოკიდებულია სისტემაზე, ამ წერილს არ გწერთ ნიშნის მოგებით, არც თქვენს დამოძღვრას ვაპირებ და არც კონსერვატიული მოძრაობა / ალტ – ინფოში არ გეპატიჟებით. ვინც მიცნობთ იცით, რომ ჩვენი პირადული საუბრები არასდროს არ გამომიტანია სააშკარაოზე და არც გამოვიტან. ყველამ იცით, რომ ძალიან ბევრ თქვენგანთან დიდი და გრძელი საუბრები გვქონია. ისიც იცით, რომ ყველაზე კარგად ვიცი გუნდის შიგნით რა მდგომარეობაც გაქვთ და ისიც იცით, რომ ღარიბაშვილის მხარდამჭერი არასდროს ვყოფილვარ, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ არც მისი რეალური დამოუკიდებლობის არ მჯეროდა და ისევ თქვენგან ვიცოდი მისი პირადი დამოკიდებულება ჩემზე და ალტ-ინფოზე!

მაგრამ არც მაშინ მითქვამს ეს კონკრეტულად და არც ახლა ვაპირებ რადგან წაქცეულია! ყველამ კარგად იცით, რომ ღარიბაშვილის გაშვების მიზეზი კორუფცია კი არაა, არამედ ის, რომ მისი რეიტინგი ასწრებდა ბიძინას რეიტინგს და ერშიც და ბერშიც მას უფრო ენდობოდნენ!

ახლა პირდაპირ სანაგვეზე იმიტომ არ მოისროლეს, რომ გაზაფხულამდე უნდათ ყავდეთ და მერე უტა ივანიშვილით ჩაანაცვლონ და მანამდე კი უტას გარეკლამებას დაიწყებენ და შეფუთავენ!

მე საერთოდ არ ვიცი უტა ივანიშვილი რა პიროვნებაა, შეიძლება კარგიც, მაგრამ ეს არაფერს არ ცვლის ამ შემთხვევაში!

ბიძინა მასზე მეტ რეიტინგს არც არავის არ გაუტარებს! ახლა კალაძესაც შეასუსტებს, რადგან მასაც ბიძინაზე გაცილებით დიდი რეიტინგი აქვს და ასე გაგრძელდება ყოველთვის სანამ ამ კაცს ყველანი ერთად არ გავაგებინებთ, რომ ის არაა ჩვენი დირექტორი და არც ჩვენი ქვეყანაა მისი წარმატებული ერთ ერთი კომპანია!!! მაგრად უნდა მეკიდოს წესით რა ხდება ოცნებაში, მაგრამ მასე არ არის, რადგან მე ბევრი მათგანისგან განსხვავებით ქვეყანას არ ვუყურებ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, ამიტომ გონს მოდით და მიიხედ მოიხედეთ ჩემო ძმებო და დებო!!! ეს თამაში ბოლოს ძლიან ცუდად დამთავრდება და მერე სისხლით და დიდი დაპირისპირებით გვექნება ქვეყანა გადასარჩენი. ბიძინა არაა საქართველო და არც ჩვენ ვართ ცალკე ვინმე ქვეყნის დირექტორები.

საერთოდ არ მაქვს არაფერი პირადული კობახიძესთან, პირიქით ყველა ეთერში აღვნიშნავდი, რომ ერთადერთი პოლიტიკოსი ეგ ყავთ, მაგრამ ვერც ის ვერ იზამს ვერაფერს, იქ სადაც ბიძინაა!

უფრო კონკრეტული დეტალი თუ გაინტერესებთ რა კრიტერიუმებით გააჩოჩეს ღარიბაშვილი გეტყვით, ღარიბაშვილს ეკლესიაში ოცნების ყველა წევრზე დიდი რეიტინგი ქონდა და ამას ბიძინა არ პატიობს, რადგან ეკლესია და მორწმუნე საზოგადოება მისი #1 კონკურენტია”– წერს მორგოშია.

სხვა ამბების წაკითხვა