ბოლო ამბები
17/09/2024

კატეგორიულად არ ვეთანხმები იმ გზავნილს, რომ “ოცნება” შეგნებულად აკეთებს კანდიდატობის მიღების პროცესის საბოტირებას

გაზიარება

“კატეგორიულად არ ვეთანხმები იმ გზავნილს, რომ “ოცნება” შეგნებულად აკეთებს კანდიდატობის მიღების პროცესის საბოტირებას. კანდიდატობის ვერ მიღება ოცნებას ასუსტებს”- წერს თამარა ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში:

კანდიდატობა რომ მიიღოს, გაძლიერდება.

არავინ ამბობს ნებით უარს გაძლიერებაზე (და კანდიდატობა by far არ ნიშნავს წევრობას – პუტინი რომ მიზეზად არ მოიტანოთ და მაგრად კიდია რუსეთს).

მთელი ეს ანტიდასავლური პროპაგანდა, გლობალური ომის პარტიად მთელი დასავლეთის და ყველა კრიტიკოსის, პოტენციური კრიტიკოსის და საკუთარი პროდასავლური ამომრჩევლის გამოცხადებაც კი, არის ზიანის კონტროლის სტრატეგია! კანდიდატობაზე უარით მიღებულ ზიანს აკონტროლებს ამით.

“არ დავახოცინეთ თქვენი თავი გლობალური ომის პარტიას და ამიტომ მსჯიან” და მორჩით ამ ბოდვას იმაზე რომ ევროკავშირის საბოტაჟს აკეთებს!
თავს იცავს, იმიტომ რომ იცის პირობებს ვერ შეასრულებს და ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს!

თან, მელიას დაჭერის არ იყოს – სავაჭროს იკეთებს, სავაჭროს იკეთებს და ივაჭრებს! – კანდიდატის სტატუსის გაცვლას შეეცდება იმაში, რომ საერთაშორისო ბიუროკრატიამ პროექტები მშვიდად გააგრძელოს!  ხო, ევროკავშირში მიღებას, ნატოს ბაზებს, შვეიცარული ბანკების შემოსვლას და ოქსფორდის და კემბრიჯის ფილიალების გახსნას საბოტირებსსსს!
გაჩუმდით! პანიკაში აგონიურ ბოდვებს გავს აი მთელი ეს წიაღვლები “სარწმუნო წყაროებზე” დაყრდნობით”– წერს ჩერგოლეიშვილი.

სხვა ამბების წაკითხვა