ბოლო ამბები
17/01/2025

ეს ამბავი მთლიანად იმ ხელისუფლების კისერზეა, ვინც სააკაშვილის რეჟიმის სისასტიკის ტალღაზე მოვიდა ხელისუფლებაში – ლელა გაფრინდაშვილი სააკაშვილის დაჯილდოებაზე

გაზიარება

ფილოსოფოსი ლელა გაფრინდაშვილი ეხმიანება ნორვეგიის კონსერვატიული პარტიის მიერ, მიხეილ სააკაშვილის დაჯილდოებას.

“ნორვეგიის შურ ლინდერბრექეს საზოგადოება სააკაშვილს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობისთვის რომ აჯილდოებს, ეგ ევროპელების ბრალი გგონიათ?

ეს ამბავი მთლიანად იმ ხელისუფლების კისერზეა, ვინც სააკაშვილის რეჟიმის სისასტიკის ტალღაზე მოვიდა ხელისუფლებაში და არაფერი გააკეთა უსასტიკესი მმართველობის მიერ ჩადენილი სისტემური დანაშაულების მხილებისთვის.

სად არის სააკაშვილის ბრალში მისი მმართველობისას 12 000-ზე მეტი ვიდეო ჩანაწერის დამზადება პოლიტიკური ლიდერების, ოპოზიციონერების და აქტიური ადამიანების პირადი ცხოვრების შესახებ?

საიდან გაიგოს ნორვეგიულმა ორგანიზაციამ რომელიმე ქვეყნის პოლიტიკოსის მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ ?

გარდა ამისა, ევროპისთვის უფლებები აქვს არა მარტო ჩვენს მეგობრებს ან კარგ ადამიანებს, არამედ ჩევენთვის მიუღებლებს, სასტიკებს და დამნაშავეებსაც!
ყოფილი პრეზიდენტის დაჯილდოება ევროპული პრიზით შეურაცხყოფს მისი რეჟიმის ყველა მსხვერპლს და გზას უხსნის ანტიდასავლურ განწყობებს საქართველიში, რაც ძალიან აწყობთ პრორუსულ ძალებს”- წერს ლელა გაფრინდაშვილი.

სხვა ამბების წაკითხვა