ბოლო ამბები
12/10/2024

რაღაცნაირად მესაწყლება ეს კაცი, ჩემთვის არის რიგითი თაღლითი – ნინო ნადირაძე გიორგი ჩალაძეზე (ვიდეო)

გაზიარება

რაღაცნაირად მესაწყლება ეს კაცი, ჩემთვის არის რიგითი თაღლითი”- განაცხადა კლინიკა “ვივამედი”-ს დირექტორმა ნინო ნადირაძემ 30 მარტს, ტელეკომპანია “იმედი”-ს გადაცემაში “იმედი ლაივ”.

“ჩალაძეს საერთოდ არც განვიხილავ, ეს არის კარიკატურული ფიგურა, რომელიც ჩასახლებით იყო ბატონ ზურაბ ჩხაიძესთან (ვივამედის კლინიკური დირექტორი)  ერთი ჩემთან ვერ ჩასახლდა, მე თაღლითებს ვცნობ კილომეტრზე და ჩემთან თაღლითების ღიმილი არ ჭრის.

მისივე თქმით, როდესაც სააკაშვილთან შევიდა სოფო ნიჟარაძე, მას უთხრა, რომ ეს შესვლა მან პენიტენციურ სამსახურში “იჩალიჩა.

“რაღაცნაირად მესაწყლება ეს კაცი, მესაცოდავება. რაღაც უნდა რომ იყოს, ფიგურა, რომ წარმოჩინდეს და მის სიტყვას ჰქონდეს ძალა. შენ სიტყვას ძალა რომ ჰქონდეს, 10-დან 9 მაინც უნდა თქვა მართალი”- განაცხადა ნინო ნადირაძემ.

სხვა ამბების წაკითხვა