ბოლო ამბები
01/12/2024

ალეკო ელისაშვილმა ბოდიში მოუხადა სალომე ზურაბიშვილს

გაზიარება

ალეკო ელისაშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ბოდიში მოუხადა დღეს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

“მე არ მინდოდა, რომ თქვენ ყოფილიყავით საქართველოს პრეზიდენტი და ძალიან მწარედ/მძიმედ გაკრიტიკებდით, პიროვნულად არაფერს არ გერჩოდით, მაგრამ მაშინ რისი მეშინოდა და რატომ არ მინდოდა თქვენი პრეზიდენტობა, იმიტომ, რომ მეშინოდა, რომ თქვენ არ იქნებოდით ის მტკიცე და თანმიმდევრული საქართველოს ეროვნული არჩევანის – ევროატლანტიკური არჩევანის დაცვისას და მეშინოდა, რომ ზიგზაგებით ივლიდით, მაგრამ ახლა, მე ეს სიტყვები უკან მიმაქვს.

პირისპირ შეხვედრისას მე თქვენ ბოდიშიც მოგიხადეთ სწორედ იმ სიტყვების გამო და ახლაც ღიად ვიტყვი ბოდიშს. მე არ მესირცხვილება ბოდიშის მოხდა, როცა მაქვს ბოდიში მოსახდელი.

ბოდიშს გიხდით და სიტყვები მიმაქვს იმის გამო, რაც  აქ მოვისმინე დღეს და რასაც ვისმენ ბოლო პერიოდის განმავლობაში თქვენგან საქართველოში, თუ უცხოეთში ნათქვამს და დიახ, მე მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობის პოზიცია უკრაინასთან მიმართებით, არის სამარცხვინო.

მადლობა თქვენ ამ პოზიციისთვის, რომ ასე შეუპოვრად და მტკიცედ წარმოადგენთ ასეთ საქართველოსაც და დღეს, თუ ვინმე წმენდს ნამუსს ჩვენ ქვეყანას, ხართ თქვენ”- მიმართა ალეკო ელისაშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.

სხვა ამბების წაკითხვა