ზურაბიშვილი მხოლოდ დღეს შეუდგა პრეზიდენტის უფლებამოსილების განხორციელებას”- ასე აფასებს “ლელო”-ს გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას საქართველოს პარლამენტში.
“სიმბოლურია, სწორედ 31 მარტს, დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღეს, პრეზიდენტმა ყველაფერს დაარქვა საკუთარი სახელი. ზურაბიშვილს გააზრებული აქვს ევროპისკენ მიმავალ გზაზე მთავარი წინაღობის არსებობა, რასაც ,,ქართული ოცნება” ჰქვია, თუმცა საზოგადოება მისგან ელის რეალურ ნაბიჯებს, დაუღალავ შრომას საერთაშორისო პარტნიორებთან.
მას აქვს დარჩენილი უმნიშვნელოვანესი ბერკეტი შეწყალების სახით, რისი ამოქმედებაც გზას გაუხსნის საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.
“ლელოს” და ქ.ნ პრეზიდენტის ხედვები პირველად გადაიკვეთა ასე ცხადად.
მზად ვართ, სალომე ზურაბიშვილთან ვითანამშრომლოთ დემოკრატიული ღირებულებების და ევროპული გზის დასაცავად. – განაცხადა “ლელოს” გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ.