ბოლო ამბები
01/12/2024

ივანიშვილი არც პროქართველია, არც პრორუსი და არც პროდასავლელი, ის არის პრო-სკამისტური – ზვიად ძიძიგური

გაზიარება

“ივანიშვილი არის ძალიან პრაგმატიკოსი ადამიანი, მისი მთავარი ამოცანაა ხელისუფლების შენარჩუნება, მას არც დასავლეთი აინტერესებს, არც პროქართულია, არც პროდასავლურია, არც პრორუსულია, არის პრო-სკამისტური”– განაცხადა ზვიად ძიძიგურმა 31 მარტს, ტვ პირველის გადაცემა “დღის ამბებში” დიანა ტრაპაიძესთან.

ამ კომენტარით მან უპასუხა წამყვანის კითხვას – არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი პრორუსი?

“ძალიან ცუდ რამეს ვამბობ, მაგრამ ვამბობ იმას, რასაც ვხედავ. 2012-2016 წლების განმავლობაში მას არ სჭირდებოდა დასავლეთთან არანაირი დაპირისპირება იმიტომ, რომ რეიტინგი ისეთი ჰქონდა მის ხელისუფლებას, რაში დასჭირდებოდა არჩევნების მოგება ხელების გადაგრეხით.

ევროპასთან დაპირისპირება გამომდინარეობს მისი სასიცოცხლო მნიშვნელობის ამოცანიდან, ხელისუფლების შენარჩუნებიდან, ასე ვხედავ მე ამას და გეუბნებით, რომ ეს ასეა”- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

სხვა ამბების წაკითხვა