ბოლო ამბები
12/10/2024

სააკაშვილის საქმეზე ევროკავშირის 27 ქვეყნის წარმომადგენლის დემარში გადასცეს იუსტიიციის მინისტრს (ვიდეო)

გაზიარება

„შვედეთის ელჩთან ერთად, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანას, ჩვენ გადავეცით ოფიციალური დემარში იუსტიციის მინისტრს. დემარში ეხება საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს.”– განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენელმა საქართველოში პაველ ჰერჩენსკიმ

“ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ მისი ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობის შესახებ ცნობებით. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ისაა, რომ ამ დემარშს ევროკავშირის წევრი 27-ივე სახელმწიფო ეთანხმება“, – აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა.

„ჩვენ ძალიან ღია და გულწრფელი საუბარი გვქონდა იუსტიციის მინისტრთან. ჩვენ წარმოვადგინეთ ევროკავშირის პოზიცია, რომელსაც 27 წევრი ქვეყანა დაეთანხმა. იუსტიციის მინისტრმა ინფორმაცია მოგვაწოდა იმის შესახებ თუ რას აკეთებს საქართველოს მთავრობა, რათა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უფლებები, როგორც ბრალდებულისა და პატიმრის, დაცული იყოს“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

დემარში, ეს არის დიპლომატიურ პრაქტიკაში სახელმწიფოს, მთავრობის, საგარეო საქმეთა უწყების ან დიპლომატიური წარმომადგენლობის მიმართვა მეორე სახელმწიფოს მთავრობისადმი.

დემარში შეიძლება სხვადასხვანაირი იყოს როგორც ფორმით (ნოტა, მემორანდუმი, განცხადება და სხვა), ისე შინაარსით (თხოვნა, პროტესტი, გაფრთხილება, მუქარა — გარდა ძალისმიერი მუქარისა, რაც საერთაშორისო სამართლით აკრძალულია.

სხვა ამბების წაკითხვა