დააყენეთ ერთი ადგილი, თორემ ხალხი იმოქმედებს და მაგ არსებასთან ერთად ციხეში ჯდომა, სანატრელი გაგიხდება’- მიმართავ “კონსერვატიული მოძრაობის” დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია ოპოზიციის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც ახალგაზრდა აქტივისტის, ლაზარე გრიგორიადისის პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვენ.
“14 მარტის აქციაზე, რაც იყო ჩვენი ერთ-ერთი მოთხოვნა, იმის შესახებ, რომ პასუხისგებაში ყოფილიყო მიცემული ყველა, ვინც დაგეგმა სახელმწიფო გადატრიალება, ვინც მოახდინა სამოქალაქო ომის პროვოცირება, დაემუქრა პოლიციელების სიცოცხლეს, შესაბამისად მოაწყო თავდასხმა სახელმწიფოზე და გადაწვა ქვეყნის მთავარი გამზირი, ამ მოთხოვნას და კანონის სამართლიანობას ვერ უზრუნველყოფს მხოლოდ ამ ერთი გზააცდენილის დაჭერა. სასტიკად უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც დაგეგმა და განახორციელა აღნიშნული ქმედებები.
კიდევ ერთხელ თუ დააპირებთ რაიმე 7-8 მარტის მსგავსს, იცოდეთ, რომ ტრაგიკომიკურად დაასრულებთ ყველაფერს, ქართველი ხალხი გამოვა და მაგ გაცხელებულ ტვინებს, ერთხელ და სამუდამოდ გაგიგრილებთ.”– წერს მორგოშია.