ბოლო ამბები
06/10/2024

ვუყურე კეზერაშვილის ინტერვიუს – პოლიტიკურ ნაწილს რაც შეეხება, ოსტატურად იცრუა – ელისო კილაძე

გაზიარება

ჟურნალისტი ელისო კილაძე ეხმიანება დავით კეზერაშვილთან ინტერვიუს, რომელიც გიორგი თარგამაძემ ჩაწერა:

“ვუყურე კეზერაშვილის ინტერვიუს – პოლიტიკურ ნაწილს რაც შეეხება, ოსტატურად იცრუა, “ოცნებასთან” გარიგებული იყო, პირობა ჰქონდა დადებული, რომ მედიას და პოლიტიკურ პარტიებს არ დააფინანსებდა, ამიტომ გაამართლეს და სანაცვლოდ, წილების ნაწილი დათმო.(უფრო ზუსტად, იაკობაშვილზე გადააფორმა)
ყველა პირის სახელი და გვარი ვიცი, ვინც ამ გარიგებებს ალაგებდა.

უბრალოდ, ვერ გავხდები ჩერგოლეიშვილი და პირად საუბრებს, რისი მოწმეც ვყოფილვარ, გარეთ არ გამოვიტან!

ნუ ქოლცენტრები რომ არ ქონდა და ახლა ამის გამართლებას ცდილობენ, მოტივით მაშინ ბიძინას როგორ ებრძვის, უტიფრობის პიკია!

კეზერაშვილს ჰქონდა ქოლ ცენტრები ქვეყნის შიგნით და გარეთ (ახლაც აქვს რამდენიმე ქვეყანაში), საქართველოში ყველაზე დიდი ფული შეჰქონდა ქოცების შავ სალაროში, მერე როცა პირობა დაარღვია და ტელევიზიის და პოლიტიკოსების დაფინანსება დაიწყო, დასაჯეს იმ სისხლის სამართლის საქმით, რაც ახლა მიდის 5 მილიონ ევროზე და წვრთნებზე! (ბიძინა პოლიტიკოსი არაა, პანიმანიით უდგება – დაარღვიე შეთანხმება, უნდა დაისაჯო)

ივანიშვილს ებრძვის? მეც ასე მეგონა 2015 წლის ბოლოს, სანამ გაურიგდებოდა!
შეიცვალა პოზიცია და ამჯერად აპირებს ბოლომდე ბრძოლას?- ვნახოთ,გამოჩნდება!
დღევანდელ ინტერვიუში ცოტა სხვა ქვეტექსტი დავინახე – მე ვარ ყველგან, ესეიგი, მე უნდა მელაპარაკოთ! ვცდები?- არა მგონია! თუმცა,ვნახოთ “– წერს ელისო კილაძე.

სხვა ამბების წაკითხვა