ბოლო ამბები
01/12/2024

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის შეფასებით, “ქართული ოცნება” ღიად უპირისპირდება სტრატეგიულ პარტნიორებს

გაზიარება

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი “პაპუნა (მიხეილ) ჯანელიძე ამბობს, რომ “ხალხის ძალის”  მიერ წარმოდგენილი კანონპროექტით უცხო ქვეყნის გავლენის აგენტებთან დაკავშირებით არის ღია დაპირისპირება საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან.

ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს:

“როგორც დღეს “ქართულმა ოცნებამ” განაცხადა, ის აპირებს დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით, მიიღოს ორი კანონპროექტი, რომლებიც უკავშირდება ე.წ. უცხოელ აგენტებს. როგორც თვითონვე განმარტეს, ეს გულისხმობს პრინციპების დონეზე კანონპროექტის მიღებას/დაშვებას.

ნებისმიერ კანონში, მთავარია მიზანი, თუ რას ემსახურება და რა კონტექსტში ხდება მისი მიღება/აღსრულება. თუ შევხედავთ მიზანს და კონტექსტს, ცალსახაა, რომ ქართული ოცნება ღიად უპირისპირდება ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებს, ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციით გამყარებულ საგარეო პოლიტიკას და დემოკრატიულ კურსს.”– წერს პაპუნა ჯანელიძე.

სხვა ამბების წაკითხვა