ბოლო ამბები
01/12/2024

თბილისში, მატარებლის შეჯახების შედეგად გარდაცვლილი ერთ-ერთი ახალგაზრდა ლაშა ცაგარეიშვილი იყო

გაზიარება

თბილისში, დიდუბე-ავჭალის გზაზე, მატარებლის შეჯახების შედეგად ერთ-ერთი გარდაცვლილი ახალგაზრდა ლაშა ცაგარეიშვილი იყო. შემთხვევა 3 სექტემბერს მოხდა, როდესაც ბათუმიდან თბილისისკენ მომავალი სამგზავრო მატარებელი ლიანდაგების სარემონტო სპეციალურ ვაგონ-პლატფორმას შეეჯახა, სადაც ლაშა ცაგარეიშვილიც იმყოფებოდა.

მისი ბოლო აქტივობა სოციალურ ქსელში 3 სექტემბერს ფიქსირდება და გარდაცვალებამდე 1 დღით ადრე, გამოქვეყნებული აქვს ვიდეო, რომელიც ფეისბუქზე რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, როდესაც  გოგოს მატარებელი ეჯახება.

ფეისბუქმომხმარებლები ერთგვარ წინათგრძნობას მიაწერენ აწგარდაცვლილის მიერ, ამ ვიდეოს გამოქვეყნებას. ლაშა ცაგარეიშვილი ახალი დაოჯახებული იყო, მას ქორწილი 2 თვის წინ ჰქონდა.

MULTIMEDIA.GE ღრმა მწუხარებას გამოთქვამს გარდაცვლილების გამო და უსამძიმრებს მათ ოჯახებს.

კადრი ვიდეოდან, რომელიც ლაშა ცაგარეიშვილმა სიკვდილამდე 1 დღით ადრე გააზიარა ფეისბუქზე.

სხვა ამბების წაკითხვა