2024 წლის მეორე კვარტალში „კასპერსკის ლაბორატორიის“ გადაწყვეტილებებმა დაიცვა 85,819 უნიკალური მომხმარებელი გამოსასყიდი ტროიანელებისაგან, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი ერთი წლის წინ იყო 57,612. კომპანიის მონაცემებით, ამ წლის იმავე თვეებში ყველა გამოსასყიდის მსხვერპლთა 12%, რომელთა მონაცემები გამოქვეყნდა ჯგუფების DLS საიტებზე (data leak site), დაზარალდა კრიპროგრაფებისგან. 2024 წლის აპრილ-ივნისში აღმოჩენილი იქნა გამოსასყიდის 5 ახალი ოჯახი და 4456 ახალი მოდიფიკაცია, ხოლო გასული წლის იმავე პერიოდში ამ ტიპის მავნე პროგრამის 15 ახალი ოჯახი და 1917 ახალი მოდიფიკაცია. 2024 წლის მეორე კვარტალში ყველაზე მეტად კრიპტოგრაფ-ტროიანელები თავს დაესხნენ პაკისტანს (0,84%), სამხრეთ კორეას (0,72%) და ბანგლადეშს (0,54%). ერთი წლით ადრე, ამ სიას სათავეში ედგა ბანგლადეში (1,38%), სამხრეთ კორეა იმავე ადგილზე იყო (1,25%), ხოლო სამეულს ასრულებდა იემენი (1,18%).
2024 წლის მეორე კვარტალში, „კასპერსკის ლაბორატორიის“ გადაწყვეტილებები იცავდა 339,850 უნიკალურ მომხმარებელს მთელს მსოფლიოში მაინერებისგან. გასული წლის აპრილ-ივნისში მაინერის პროგრამების გამოყენებით თავდასხმები დაფიქსირდა 384,063 უნიკალური მომხმარებლის კომპიუტერებზე. მიმდინარე წლის აპრილ-ივნისის პერიოდში აღმოაჩინეს მაინერების 36 380 ახალი მოდიფიკაცია ერთი წლის წინანდელი 2 184-ის წინააღმდეგ. 2024 წლის იმავე პერიოდში, მაინერები უფრო მეტად თავს დაესხნენ მომხმარებელს ტაჯიკეთში (2,40%), ვენესუელაში (1,90%) და ყაზახეთში (1,63%). ერთი წლით ადრე, სიას ასევე ლიდერობდა ტაჯიკეთი (3,06%), მეორე იყო ყაზახეთი (2,14%), მესამეზე კი – ყირგიზეთი (1,97%).
შემცირდა ინტერნეტის საშუალებით შეტევების რაოდენობაც (ვებ შეტევები). ქვეყანა, 2024 წლის მეორე კვარტალში ლაბორატორიის გადაწყვეტილებებმა მოიგერიეს 664 046 455 თავდასხმა, რომელიც განხორციელდა ინტერნეტ რესურსებზე მთელ მსოფლიოში. დაფიქსირდა 113 535 455 უნიკალური URL, რომელიც გამოწვეულ იქნა ვებ ანტივირუსით. 2023 წლის აპრილი-ივნისში მოგერიებული იქნა 801 934 281 თავდასხმა და დაფიქსირდა 209 716 810 უნიკალური URL. მიმდინარე წლის იმავე პერიოდში ასეთი თავდასხმა უფრო ხშირად მოხდა მოლდოვაში (11.36%), საბერძნეთში (10.86%) და ყატარში (10, 40%). ერთი წლით ადრე კი ეს მაჩვენებელი ასე გამოიყურებოდა: საბერძნეთი (13,65%), თურქეთი (13,62%), ტაივანი (13,02%).
რაც შეეხება ადგილობრივ საფრთხეებს (მავნე პროგრამა ნაპოვნია უშუალოდ მომხმარებლის კომპიუტერებზე ან მათთან დაკავშირებულ მოსახსნელ მედიაზე, ან რომელიც თავდაპირველად შევიდა კომპიუტერში არა ღია ფორმით, მაგალითად, პროგრამებით, როგორც რთული ინსტალატორების ნაწილი ან დაშიფრული ფაილი), 2024 წლის მეორე კვარტალში „კასპერსკის ლაბორატორიის“ ფაილურმა ანტივირუსმა დააფიქსირა 27 394 168 მავნე და პოტენციურად არასასურველი ობიექტი, გასული წლის აპრილ-ივნისში კი – 39 624 768. მიმდინარე წლის იმავე პერიოდში ყველაზე მეტად ადგილობრივი საფრთხეები აღინიშნა შემდეგ ქვეყნებში: თურქმენეთი (44,25%), ავღანეთი (39,50%), კუბა (38,32%), ერთი წლით ადრე კი იგივე თურქმენეთი სათავეში იდგა (43,95%), მას მოჰყვებოდა ავღანეთი (43,39%), იემენი კი მესამე იყო (40,68%).
ამ საფრთხეების შესახებ მეტი შეგიძლიათ გაიგოთ ამ ბმულზე.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს